OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ნინო თხელიძე

ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი
ნინო თხელიძე
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა გაიარა ჰელმ-ჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და ამავე ინსტიტუტში დაიცვა ხარისხი.

ნინო თხელიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და უკავია ექიმ-ოფთალმოლოგის პოზიცია.

კარიერული განვითარების მიზნით, გავლილი აქვს ტრეინინგი სხვადასხვა ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, ინდოეთი...) წამყვან კლინიკებში. ის მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ სასერტიფიკატო ღონისძიებასა და ყოველწლიურ კონგრესებში. 2018 წლიდან ის გახლავთ სხვადასხვა ტრენინგ კურსის მოწვეული ექსპერტი.

პროფესიული საქმიანობის გარდა, ის არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი.
სხვადასხვა წლებში ნინო არის საქართველოს, შავი ზღვის ქვეყნების ოფთალმოლოგთა და ევროპის რეტინოლოგთა ასოციაციების წევრი.
პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ