კლინიკური კვლევები

Image alt text

კავკასიის მედიცინის ცენტრი ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტანდარტის უწყვეტი გაუმჯობესების  და სამედიცინო პროგრესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ კლინიკურ კვლევაშია ჩართული.  


რა არის კლინიკური კვლევები?


კლინიკური კვლევები წარმოადგენს სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს მკურნალობის ახალი მეთოდების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასებას. კვლევები ხორციელდება გლობალური ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით, რაც პაციენტთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


კლინიკური კვლევები მიზნად ისახავს:

  • პაციენტებისთვის უფასო ინოვაციური მკურნალობის უზრუნველყოფას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო კვლევები ტარდება მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში
  • მედიცინის განვითარებას
  • მკურნალობის ახალი მეთოდების აღმოჩენას
  • უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდების შემუშავებას

რატომ უნდა ჩაერთოთ კლინიკურ კვლევაში?


კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის შემთხვევაში:

  • ისარგებლებთ ინოვაციური მკურნალობით და თავად პროცესის მუდმივი მაღალკვალიფიციური მეთვალყურეობით
  • მონაწილეობას მიიღებთ სამეცნიერო მიღწევების განვითარებაში
  • პაციენტთა მომავალი თაობებისთვის უკეთეს სამედიცინო პერსპექტივას შექმნით ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში ჩართულობით

მონაწილეობა სრულად ნებაყოფლობითი და კონფიდენციალურია. ყველა კვლევა ტარდება მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით.

მიმდინარე და სამომავლო კლინიკური კვლევები


კავკასიის მედიცინის ცენტრში კვლევები ტარდება ონკოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში.

 

ვინ შეიძლება გახდეს კვლევის მონაწილე?


კვლევაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ჩვენი კვლევითი გუნდი დაგეხმარებათ რომ ზუსტად შეფასდეს, რამდენად შეესაბამებით კვლევების მოთხოვნებს სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით.