კარიერა კავკასიის მედიცინის ცენტრში

შემოუერთდით წამყვანი პროფესიონალების გუნდს და მიიღეთ მუდმივი განვითარების შესაძლებლობა! კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს JCI აკრედიტაციის მფლობელ წამყვან მულტიპროფილურ რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწვდის მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას პაციენტებს. ჰოსპიტლის მისიაა, გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი. გვჯერა, რომ ღირებულებაზე დაფუძნებული კულტურის შექმნით, ვქმნით სამუშაო გარემოს, რომელიც პროფესიონალიზმს, ზრუნვასა და უწყვეტ განვითარებას ეფუძნება.

Image alt text

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი

  • უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მფლობელ ჰოსპიტალში მუშაობა, მისი გუნდის თითოეულ წევრს საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის პროფესიონალად აქცევს.
  • ჰოსპიტალი თანამშრომლებს განვითარების მუდმივ შესაძლებლობას სთავაზობს.
  •  სარგებლობთ წამყვან პროფესიონალებთან გუნდურად მუშაობის შესაძლებლობით.
  • საბონუსე სისტემა მოქმედებს, თანმაშრომლის მიერ შესრულებული საქმის შედეგისა და ხარისხის გათვალისწინებით.
  •  სამუშაო გარემო განვითარებაზე ორიენტირებული, მხარდამჭერი, დინამიური და მეგობრულია.
Image alt text

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი?