მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე 2018 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და იკავებს ოფთალმოლოგიის ცენტრის ხელმძღვანლის პოზიციას.
გარდა სფეროში, როგორც დამოუკიდებელი ექიმის, მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებისა, მას გავლილი აქვს არაერთი მოსამზადებელი კურსი და მიღებული აქვს სამედიცინო პრაქტიკა დასავლეთის წამყვან კლინიკებში.
ამასთან, იგი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო და კვლევით სფეროებში, ხშირად ესწრება და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში, ეცნობა და ნერგავს დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
გარდა ამისა, მისი მოღვაწეობა მოიცავს მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობასაც, იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ოფთალმოლოგიური ფაკულტეტის ხელმძღვანელია.
პროდუქტიული სამედიცინო საქმიანობიდან გამომდინარე, იგი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: 1999 წლიდან ამერიკის თვალის ქირურგიული ექსპედიციის „SEE” საერთაშორისო ექსპედიციის; 2003 წლიდან ამერიკის ოფთალმოლოგიური აკადემიის; 2006 წლიდან ევროპის კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის „ESCRS”; 2008 წლიდან ევროპის ოფთალმოლოგთა საზოგადოების გამგეობისა და საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის წევრი.
ექიმი ოფთალმოლოგი, პროფესორი მიხეილ ომიაძე წელიწადში საშუალოდ 3000 ოპერაციას ასრულებს და 7000 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება. მისი გამოცდილება კი საშუალებას აძლევს მას, მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით, წარმატებით უმკურნალოს ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტს.