Image alt text

თვალის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის თვალის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სადიაგნოსტიკო/სამკურნალო აპარატურით, ხოლო მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმების გუნდი პაციენტებს თვალის პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს.

 

ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობა

 

ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

 

  • მოხუცებულობითი, თანდაყოლილი დადიაბეტური კატარაქტა (ბროლის შემღვრევა);
  • ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი;
  • გლაუკომა;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • კერატოკონუსი  (რქოვანას დეგენერაციული დაავადება);
  • ქალაზიონი (ანთებადი წარმონაქმნი ქუთუთოზე);
  • ახალწარმონაქმნები ქუთუთოზე;
  • პტერიგიუმი (თვალის ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი წანაზარდი);
  • სიელმე;
  • მშრალი თვალის სინდრომი;
  • თვალის სხვადასხვა ანთებითი დაავადებები: კონიუქტივიტი, კერატიტი, უვეიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი;
  • თვალის ტრავმული დაზიანებები.

 

მკურნალობის მეთოდები

 

თვალის ცენტრში ტარდება მოწინავე, მაღალტექნოლოგიური და კომპლექსური ოპერაციული მკურნალობა, კერძოდ:

 

  • მოხუცებულობითი, თანდაყოლილი და დიაბეტური კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით;
  • ანტიგლაოკომატოზური ოპერაციები: წინა საკნის შუნტირება; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით; ტრაბეკულოპლასტიკა;
  • რეფრაქციული მანკების ლაზერული კორექცია;
  • წინა ვიტრექტომია;
  • გაფართოებული ვიტრექტომია - თვალის მინისებური სხეულის ამოკვეთა;
  • რქოვანას გადანერგვა;
  • კერატოკონუსის სხვადასხვა სტადიის ქირურგიული მკურნალობა;
  • გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა - თვალბუდის ნებისმიერი სახის ტრავმული დაზიანების დროს;
  • ფრთისებრი აპკის ამოკვეთა და კონიუქტივიტის ტრანსპლანტაცია;
  • ოპერაციები საცრემლე გზებზე: ტრანსნაზალური დაკრიოცისტორინოსტომია (საცრემლე პარკისა და ცხვირის ღრუს დაკავშირება); დაკრიოცისტექტომია (საცრემლე პარკის ამოკვეთა);
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე: ქუთუთოს ბოჭკოსებრი ხრტილისა და კანის ამოკვეთა ქუთუთოს გარეთ გადმობრუნების, ანუ ექტროპიონის გამო; ენტროპიონის (შიგნით ჩაბრუნებული ქუთუთო) კომბინირებული კორექცია; ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები;
  • ევისცერაცია (თვალის ნაწილების ამოღება - თვალის კარკასის შენარჩუნებით) და ენუკლეაცია (თვალის მთლიანად ამოღება);
  • ქალაზიონის (ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთება) გაკვეთა.

 

საყურადღებო სიმპტომები

 

დაავადების დროული აღმოჩენისა და შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად სასურველია ოფთალმოლოგიური კონსულტაციის გავლა და ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარება 0 წლის ასაკიდან. მხედველობის დაქვეითების პრევენციისთვის, რეკომენდებულია ვიზიტი ოფთალმოლოგთან წელიწადში ერთხელ, ჩივილების არსებობის გარეშეც. აგრეთვე, არსებობს რიგი სიმპტომებისა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, მაგალითად:

 

  • მხედველობის გაბუნდოვანება/გაუარესება;
  • თვალის ტკივილი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება;
  • თვალის ტრავმა;
  • შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა;
  • სიელმე;
  • მცურავი წერტილების არსებობა თვალში და ნათებების არსებობა.