Image alt text

ივანე კილაძე

MD; PhD; ონკოლოგი; ონკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; 

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ივანე კილაძე 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და წარმატებით ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს.

 

სფეროში 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მან მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითად, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ციურიხის უნივერსიტეტისა (University of Zurich) და ESO-ს სასწავლო პროგრამაში - ფილტვის კიბოს მკურნალობაში; მუშაობდა ესპანეთისა და თურქეთის კლინიკების ონკოლოგიურ დეპარტამენტში და ა.შ  2008-2024 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ევროპის სამედიცინო ონკოლოგების ასოციაციის (ESMO), ევროპის ონკოლოგთა სკოლისა (ESO) და ფილტვის კიბოს კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASLC) 30-ზე მეტ ტრენინგ პროგრამაში.

 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან ის მომხსენებელი იყო 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, ხოლო რაც შეეხება მის სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობას, ის 45 პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში. ამავდროულად, ის ჩართულია მომავალი ექიმების ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც, როგორც ლექტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი).

 

აქტიური სამედიცინო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე ის ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO); ევროპის ონკოლოგიის სკოლის (ESO); ფილტვის კიბოს კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASLC); საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოსა და ვიანის ჰოსპიტლების ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრია. ამასთან, 2014 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ამავე ასოციაციის ხელმძღვანელია.  ამავე წელს (2014) მან ჩააბარა ESMOS-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია) საერთაშორისო გამოცდა მადრიდში.

 

ექიმი ონკოლოგი, ივანე კილაძე წელიწადში საშუალოდ 1500 ონკოლოგიურ პაციენტს ემსახურება და მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ გუნდთან ერთად, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, პაციენტებს პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

 

ექიმთან დაკავშირებული სერვისები