კლინიკური ონკოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც უახლესი სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად შეიქმნა და პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობას სთავაზობს. კლინიკური ონკო-ცენტი გახლავთ სივრცე, სადაც მომსახურების მიღება ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ცენტრში ხელმისაწვდომია ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარული მკურნალობა და მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა.
ჰოსპიტალში ონკოლოგიური პაციენტის მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით ხორციელდება, ხოლო კლინიკური ონკოლოგი პაციენტის მართვაში ჩართულია დაავადების დიაგნოსტირებიდან მკურნალობის დასრულებამდე. ამასთან, მაღალკვალიფიციური გუნდი ახორციელებს საერთაშორისო აღიარების კვლევებს, რომელიც გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
ონკოლოგიის ცენტრში შესაძლებელია პერსონალური კოორდინატორის მომსახურებით სარგებლობაც, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ექიმთან გეგმიური ვიზიტებისა და განსახორციელებელი კვლევების ორგანიზებას.
ცენტრში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ონკო-ცენტრში ტარდება:
პაციენტების დაფინანსება შესაძლებელია როგორც საყოველთაო (სახელმწიფო), ისე ნებისმიერი კერძო დაზღვევით. ამასთან, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, გარკვეული ონკოპათოლოგიების იმუნოთერაპიითა და სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ხორციელდება უფასოდ.