ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოფიო წიქარიშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა, წარმატებით ხელმძღვანელობს კარდიოლოგიის დეპარტამენტს და უწყვეტად განაგრძობს პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას.
გარდა კარდიოლოგიისა, ის ლიცენზირებული ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმია
მას სფეროში მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და, ამ პერიოდში, არაერთ საერთაშორისო აღიარების უცხოურ პროგრამაში მიუღია მონაწილეობა, მაგალითად: 2016 წელს მოიპოვა სერტიფიკატი აშშ-ს მაიოს კლინიკის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამის - „ზრდასრულთა კრიტიკული ზრუნვის საფუძვლები“ გავლისთვის.
რაც შეეხება სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობას, ის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ამავდროულად, იგი აქტიურადაა ჩართული მომავალი ექიმების ფორმირების საგანმანათლებლო პროცესში, კერძოდ პროფესორი სოფიო წიქარიშვილი „ვიანის“ რეზუდენტურის პროგრამის, კარდიოლოგიის სპეციალობის პედაგოგი და პროგრამის ლოკალური (კავკასიის მედიცინის ცენტრი) ხელმძღვანელია.
გამოცდილი და წარმატებული სამედიცინო საქმიანობის გამო ის „ვიანის“ კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია.
ექიმი კარდიოლოგი სოფიო წიქარიშვილი წელიწადში საშუალოდ 500-600 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და, მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, მათ კარდიოლოგიური პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს.