კავკასიის მედიცინის ცენტრში გეგმიური და გადაუდებელი კარდიოლოგიური, არითმოლოგიური და კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრით სარგებლობაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კარდიოინტენსიური ბლოკი და კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც პაციენტების მკურნალობას ახორციელებს მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი.
ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა დიაგნოსტიკური საშუალება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი მართვის პროცესში. ტარდება როგორც ტრანსთორაკალური, ასევე ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია; ჰოლტერ-მონიტორირება; ფუნქციური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დატვირთვის ტესტი და სტრეს-ექო, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ჰოსპიტალი პაციენტებს CT კორონაროგრაფიას სთავაზობს - 640 შრიანი კტ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულის მკვებავი სისხლძარღვების ანუ კორონალური არტერიების შეფასება კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით. გულის ცენტრი წარმოდგენილია 23 საწოლიანი ფონდით, სადაც შესაძლებელია 24/7- ზე მწვავე-გადაუდებელი სერვისების მართვა.
კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს სრულ გეგმიურ და გადაუდებელ კარდიოლოგიურ, არითმოლოგიურ და კარდიოქირურგიულ მომსახურებას
პაციენტების სრულყოფილი და ეფექტური მართვისთვის კარდიოლოგიის სამსახურში, 24/7 - ზე რეჟიმში, ხელმისაწვდომია შემდეგი გამოკვლევის მეთოდები:
დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდი, საერთაშორისო სტანდარდებისა და გაიდლაინების მიხედვით, ყველა საჭირო პროფილის ექიმის ჩართულობით, უზრუნველყოფს ნებისმიერი კარდიოლოგიური პათოლოგიების მართვას, მაგალითად:
დაავადების განვითარების თავიდან აცილების ან ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, სასურველია პრევენციული შემოწმება, მამაკაცებისთვის 40 წლის ასაკიდან, ქალბატონებისთვის - 50, ხოლო შემოწმებების პერიოდულობას განსაზღვრავს ექიმი, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, კერძოდ, თუ თქვენ როდესმე გქონდათ:
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის კი საჭიროა: