Image alt text

გიორგი ჯინჭველაძე

MD; სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის ხელმძღვანელი; სისხლძარღვთა ქირურგი; ანგიოლოგი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

გიორგი ჯინჭველაძე სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია. იგი 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს და წარმატებით ხელმძღვანელობს სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის ცენტრს.

 

ამ სფეროში თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მას გავლილი აქვს საერთაშორისო აღიარების 80 - მდე უცხოური კურსი თუ ვორქშოფი, ჰოლანდიაში, იტალიაში, ისრაელში, გერმანიასა და სერბეთში, ისეთ თემებზე, როგორიცაა:  “აორტის ანევრიზმების ღია და ენდოვასკულური ქირურგიული მკურნალობა”; “პერიფერიული (დიაბეტური ტერფი) არტერიული დაავადებების ენდოვასკულური და ჰიბრიდული ქირურგიული მკურნალობა"; “ქრონიკული ვენური უკმარისობის თანამედროვე მინიინვაზიური ოპერაციული ჩარევები (როგორიცაა ვენების თერმული და არათერმული აბლაციები"; სხვა მრავალი. 

 

გიორგი ჯინჭველაძეს აქვს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება გერმანიაში RWTH Aachen University Hospital-ში და ასევე ჰოლანდიაში Maastricht University Medical Center-ში.

 

ის რეგულარულად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, მუდმივად ეცნობა ანგიოლოგიასა და ანგიოქირურგიაში თანამედროვე მედიცინის კვლევებსა და მიდგომებს. ამასთან, სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობის ფარგლებში იგი 11 პუბლიკაციის ავტორია და როგორც ლექტორი, ჩართულია საგანმანათლებლო პროცესებშიც. 

 

აქტიური სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე, იგი ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების (ESVS), საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის (GAAVS) წევრი და 2023 წლიდან ევროპის ფლებოლოგიის კოლეგიის (ECoP) მრჩეველთა ბორდის წევრია.

 

ანგიოქირურგი გიორგი ჯინჭველაძე წელიწადში, საშუალოდ, 350-400 ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს, მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ გუნდთან ერთად, შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:

 

  • ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობას (დიაბეტური ტერფი, ქვემოკიდურის ქრონიკული იშემია, განგრენა და ა. შ.);
  • სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების მკურნალობას (იშემიური ტროფიული წყლულები);
  • დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე (მინიინვაზიური) მეთოდებით; 
  • აორტის ანევრიზმების ქირურგიულ და ენდოვასკულურ მკურნალობას (თანამედროვე სტენტგრაფტების იმპანტაციას აორტაში); 
  • საძილე არტერიების შევიწროვებით გამოწვეული ინსულტის მართვასა და პრევენციას; 
  • პერიფერიული სისხლძარღვების ენდოვასკულურ მკურნალობას, როგორიც არის სტენტირება, ბალონირება, დახურული და შევიწროვებული სისხლძარღვების თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით რეკონსტრუქცია (ათერექტომია, ენდარტერექტომია);
  • ჰიბრიდული ოპერაციები (ღია და ენდოვასკულური);
  • არტერიული და ვენური თანდაყოლილი მალფორმაციების სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობა (ემბოლიზაცია);
  • ღრმა და ზედაპირული ვენების დიაგნოსტიკას, თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების გამოვლენასა და მკურნალობას;
  • ენდოვენურ (უსისხლო) ოპერაციებს (რადიოაბლაცია) - ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ვენური ტროფიკული წყლულების დროს;
  • მინიფლებექტომიასა და ვარიკოზული წვრილი კაპილარული ქსელის სკლეროთერაპიას; 

     

 

 

ექიმთან დაკავშირებული სერვისები