მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ლომიძე ლიცენზირებული კარდიოლოგი, არითმოლოგი და გულ-სისხლძარღვთა ქირურგია. იგი კავკასიის მედიცინის ცენტრს 2022 წლიდან შემოუერთდა და წარმატებით ხელმძღვანელობს არითმოლოგიის სამსახურს.
მას სფეროში მოღვაწეობის თითქმის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 2005 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ტაქიარითმიების დიაგნოსტიკისა და ელექტროთერაპიის ახალი მეთოდის კლინიკური და ექსპერიმენტული დადასტურება“. საგულისხმოა, რომ 2003 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს და მოხსენებით გამოდის საერთაშორისო კონგრესებზე, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. გარდა სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობისა, ის ჩართული იყო არითმოლოგიური სპეციალისტების მოსამზადებელ სკოლა-სემინარებში, სადაც კითხულობდა ლექციებსა და მოხსენებებს (ყაზახეთში, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში).
რაც შეეხება მის სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას, აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2 მულტიცენტრული კვლევა. ამასთან, არითმოლოგ ნიკოლოზ ლომიძის მიერ გამოქვეყნებულია 27 სტატია, 60 - ზე მეტი სამეცნიერო თეზისი უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში.
1998 წლიდან დღემდე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ ლომიძემ დაახლოებით 4500 ოპერაციული მკურნალობა განახორციელა, ამჟამად, კი წელიწადში საშუალოდ 500-600 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და სთავაზობს შემდეგ სერვისებს: