უროლოგი და ონკოუროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი დავით ნიკოლეიშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
გარდა უროლოგიის და ონკოუროლოგიისა, იგი ლიცენზირებულია ბავშვთა უროლოგიასა და ტრანსპლანტაციაში.
საგულისხმოა მისი მრავალწლიანი უცხოური, საერთაშორისო დონის გამოცდილება. 22 წელზე მეტია იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო დონის ტრენინგებში, საგრანტო პროექტებში, მნიშვნელოვან პროგრამებსა და სასწავლო კურსებში, მაგალითად: 2004 წელს ის დაესწრო ამერიკა-ავსტრიის ფონდისა (AAF) და ევროპის უროლოგთა სკოლის (ESU) ერთობლივ სემინარს; 2007 წელს მან მოიპოვა ევროპის უროლოგთა სქოლარშიფის პროგრამის (EUSP) გრანტი ლაპარაკოსპიული ქირურგიის შესასწავლად; 2011 წელს - ამერიკა -ავსტრიის ფონდის (AAF) გრანტი და გაიარა 1 თვიანი სტაჟირება მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიაში; 2017 წელს გაიარა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სასწავლო სამეცნიერო კურსი.
მისი აქტიური სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე, იგი არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, კერძოდ:
2020-2024 ევროპის უროლოგთა ასოციაციის უროლოგიური ტექნოლოგიების საზოგადოების (ESUT) წევრი;
აგრეთვე, ნიშანდობლივია მისი აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ტრენინგებში,სპიკერის ამპლუაში. მას არაერთი მნიშვნელოვანი მოხსენება წარუდგენია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „ცუდი პროგნოზის პროსტატის კობოს ლაპაროსკოპიული მკურნალობა“; „ლაპაროსკოპიული პროსტატექტომია საქართველოში“ და გამომდინარე იქიდან, რომ ის უროონკოლოგიისა და ლაპარასკოპიის ექსპერტია, მას არაერთი ტრენინგ-კურსი თუ მასტერკლასი ჩაუტარებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მრავალფეროვანი სურათია ექიმი დავით ნიკოლეიშვილის სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაშიც. იგი 15 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 6 საერთაშორისო და 2 ადგილობრივი დისერტაციის ხელმძღვანელ/კონსულტანტია. აგრეთვე ის ჩართულია მომავალი ექიმების ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც, როგორც ლექტორი, არაერთ უნივერსიტეტში და იყო საერთაშორისო ლაპარასკოპიული ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი.
ექიმი უროლოგი დავით ნიკოლეიშვილი წელიწადში საშუალოდ 400 მაღალტექნოლოგიურ ჩარევასა და მანიპულაციას ახორციელებს და 2000 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება, იგი უროლოგიაში სრულ ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას გვთავაზობს.