Image alt text

უროლოგიის ცენტრი

 

უროლოგიის ცენტრში ქალისა და მამაკაცის საშარდე და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების სრულყოფილი მკურნალობაა ხელმისაწვდომი, რომელიც მოიცავს როგორც კვალიფიციური ექიმების კონსულტაციას, ისე მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას. 

 

უახლესი ტექნოლოგიები

 

ცენტრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კერძოდ:

 

  • VISERA ELITE III - ის ვიდეოენდოსკოპიური პლატფორმა 3D გამოსახულებით და 4K გარჩევადობით;
  • THUNDERBEAT - ქსოვილებზე მანიპულაციის ინტეგრირებული სისტემა: ულტრაბგერითი და ბიპოლარული ენერგია გაერთიანებულია ერთ ინსტრუმენტში;
  • დრეკადი ვიდეოცისტოსკოპი;
  • დრეკადი და რიგიდული ურეტერორენოსკოპი;
  • NBI (Narrow band imaging, ვიწრო გამოსახურება) - ენდოსკოპიური რეჟიმი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით;
  • ტრანსურეთრული რეზექციის ბიპოლარული რეჟიმი, პლაზმა ვაპორიზაცია, ბიპოლარული ენუკლეაცია;
  • ინტერვენციული ულტრაბგერითი აპარატი სამგანზომილებიანი რექტალური და ინტრაოპერაციული ენდოსკოპიური გადამწოდებით;
  • Swiss LithoClast® Trilogy Lithotripter - საშარდე გზების კენჭების დაშლისთვის, კომბინირებული (ულტრაბგერითი და მექანიკური) ენერგიით;
  • ჰოსპიტალი ექსკლუზიური მფლობელია Quanta System-ის წარმოების ქირურგიული ჰომიუმის ლაზერის - Cyber Ho 150 Ultra High Power Holmium Laser System;

ცენტრში შარდის ნაკადის შეფასებითვის ხორციელდება უროფლოუმეტრია.

 

უროლოგიური დაავადებების მკურნალობა

 

საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, ზემოთ ჩამოთვლილი უმაღლესი ხარისხის აპარატურის გამოყენებით, მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ წარმატებით ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება და მართვა:

 

  • საშარდე გზების ინფექციები;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება;
  • პროსტატის სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე;
  • თირკმლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნე;
  • რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეები;
  • სასქესო ასოს სიმსივნე;
  • შარდ - კენჭოვანი დაავადება;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება);
  • სასქესო ასოს დეფორმაციები;
  • საშარდე მილის სტრიქტურა (შევიწროება);

 

რაც შეეხება მკურნალობას, იგი მოიცავს როგორც ღია წესით ოპერაციულ მიდგომას ისე რეკონსტრუქციულ და ფუნქციურ უროლოგიას, ლაპარასკოპიულ ჩარევასა და ენდოუროლოგიას. პრიორიტეტს მინი-ინვაზიური ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს, ვინაიდან მისი უპირატესობა ჰოსპიტალში ხანმოკლე დაყოვნების პერიოდი და სწრაფი რეაბილიტაციაა.

 

ღია წესით ოპერაციები მოიცავს:

 

  • რადიკალურ პროსტატექტომიას;
  • რადიკალურ ცისტექტომიას;
  • ტოტალურ და ნაწილობრივ ნეფრექტომიას;
  • ურეტერონეფრექტომიას;
  • ურეტეროცისტონეოპლასტიკას;
  • შარდის ბუშტის დივერტიკულის რეზექციას;
  • ერეტეროლითოტომიას;
  • პიელოლითოტომიას/ნეფროლითოტომიას;
  • ადრენალექტომიას;
  • ორქექტომიას;
  • ეპიდიდიმექტომიას;
  • სათესლე ჯირკვლის წყალმანკის (ჰიდროცელეს) ამოკვეთას;
  • ოპერაციას სპერმატოცელეს გამო;
  • ვაზექტომიას;
  • ვარიკოცელეს ამოკვეთას მიკროქირურგიული წესით;
  • სათესლე ბაგირაკის დეტორსიას და სათესლე ჯირკვლის ფიქსაციას;
  • ოპერაციას ფიმოზის გამო;
  • ოპერაციას პრიაპიზმის (უნებლიე ერექცია) გამო;

 

რეკონსტრუქციული და ფუნქციური უროლოგია მოიცავს:

 

  • ვეზიკოურეთრალური რეფლუქსის ქირურგიულ მკურნალობას მოზრდილებში;
  • ჰიპოსპადიის კორექციას;
  • ურეთრის სტრიქტურების რეკონსტრუქციულ ქირურგიას;
  • სასქესო ასოს დეფორმაციების ქირურგიულ მკურნალობას;
  • სხვა რეკონსტრუქციულ ოპერაციებს საშარდე გზებზე;
  • ორქიოპექსიას.

ლაპარასკოპიული უროლოგია მოიცავს:

 

  • ლაპარასკოპიულ რადიკალურ პროსტატექტომიას;
  • ლაპარასკოპიულ რადიკალურ ცისტექტომიას;
  • ლაპარასკოპიულ ტოტალურ და ნაწილობრივ ნეფრექტომიას;
  • ლაპარასკოპიულ რადიკალურ ურეტერონეფრექტომიას;
  • მენჯის გაფართოებულ ლაპარასკოპიულ ლიმფოდისექციას;
  • რეტროპერიტონულ ლაპარასკოპიულ ლიმფოდისექციას;
  • ლაპაროსკოპიულ ურეტეროპიელოპლასტიკას;
  • ლაპაროსკოპიულ ურეტეროცისტონეოპლასტიკას;
  • შარდის ბუშტის დივერტიკულის ლაპაროსკოპიულ რეზექციას;
  • ლაპაროსკოპიულ ურეტეროლითოტომიას;
  • ლაპაროსკოპიულ პიელოლითოტომიას;
  • ლაპაროსკოპიულ ადრენალექტომიას;
  • ლაპარასკოპიულ ოპერაცის სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობის ან ექტოპიური სათესლე ჯირკვლის გამო.

 

ენდოუროლოგია მოიცავს:

 

  • პროსტატის ტრანსურეთრულ რეზექციას;
  • პროსტატის ტრანსურეთრულ პლაზმურ ვაპორიზაციას;
  • პროსტატის ლაზერულ ენუკლეაციას;
  • შარდის ბუშტის ტრანსურეთრულ რეზექციას;
  • ოპტიკურ ურეთროტომიას;
  • შარდის ბუშტის კენჭების ტრანსურეთრულ ქირურგიას (მექანიკური და ლაზერული დაშლა);
  • დრეკად ცისტოსკოპიას;
  • დრეკად და მყარ ურეტეროსკოპიას ბიოფსიით;
  • შარდსაწვეთის კენჭების ურეტეროსკოპიულ დაშლას ლაზერული ენერგიით;
  • პერკუტანულ ნეფროლითოლაპაქსიას;
  • რეტროგრადულ ურეტერონეფროსკოპიას ბიოფსიით;
  • კანქვეშა ენდოსკოპიურ ნეფროსტომიას;
  • შარდსაწვეთში სტენტის ჩადგმას. 

 

საყურადღებო სიმპტომები

 

რომელიმე პათოლოგიის დროულად აღმოჩენისა და შემდგომ ეფექტური მართვის მიზნით, საჭიროა იმ სიმპტომების ცოდნა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს, კერძოდ:

 

  • მტკივნეული, ხშირი შარდვა;
  • სისხლიანი შარდი;
  • უნებლიე შარდვის ეპიზოდები;
  • მოშარდვის გაძნელება;
  • მოშარდვის სურვილის კონტროლის გაძნელება;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • თირკმლის კენჭებთან დაკავშირებული სიმპტომები - თირკმლის ჭვალი;
  • მამაკაცის უნაყოფობა.

 

პრევენცია მნიშვნელოვანია

 

ამასთან, დაავადების განვითარების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი რგოლი პრევენციული შემოწმებაა, რეკომენდებულია:

 

  • პროსტატის კიბოს სკრინინგი - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში 45-50 წლის ასაკიდან (1-5 წელიწადში ერთელ, რისკის კატეგორიის მიხედვით);
  • მაღალი რისკის პაციენტებში - სქესობრივად გადამდები ინფექციების სკრინინგი (6- 12 თვეში ერთხელ, რისკის კატეგორიის მიხედვით);

 

გადატანილი ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში საჭიროა საკონტროლო ვიზიტები:

 

  • პროსტატის სიმსივნის სკრინინგი (3-6 თვეში ერთხელ, რისკის კატეგორიის მიხედვით);
  • თირკმლის სიმსივნის სკრინინგი (6-12 თვეში ერთხელ, რისკის კატეგორიის მიხედვით);
  • შარდის ბუშტის სიმსივნის სკრინინგი (3-12 თვეში ერთხელ, რისკის კატეგორიის მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნის სკრინინგი (3-12 თვეში ერთხელ, რისკის კატეგორიის მიხედვით).

 

პრევენციული მედიცინა გარდა სკრინინგული კვლევებისა, მოიაზრებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის დანერგვას. მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ვინაიდან იგი უროონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის ერთ - ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და იწვევს ერექციულ დისფუნქციას. შარდ - კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია დიეტური რეკომენდაციების დაცვა, კენჭის ტიპის მიხედვით და მეტაბოლური პროფილის გეგმიური კვლევების ჩატარება კენჭის ტიპისა და შარდკენჭოვანი დაავადების ეპიზოდების სიხშირის მიხედვით.