Image alt text

ლევან მახალდიანი

ჰემატოლოგი; ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

ექიმი ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ლევან მახალდიანი 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს და ხელმძღვანელობს ჰემატოლოგიის დეპარტამენტს.

 

მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მიღებული აშშ-ს წამყვან კლინიკებში, როგორიცაა: „მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი“ და „მეიოს კლინიკა“.

 

სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილების კვალდაკვალ, იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმსა თუ კონგრესებში, ეცნობა და ნერგავს მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებს და ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო საქმიანობაში. 

 

აქტიური სამედიცინო მოღვაწეობიდან გამომდინარე, ის საქართველოს თრომბოზისა და ჰემოსტაზის საზოგადოების პრეზიდენტია.

 

მიღებული გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, ექიმი ლევან მახალდიანი საშუალოდ წელიწადში 2000 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და  შემდეგი პათოლოგიების მართვასა და დიაგნოსტირებას სთავაზობს:

  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემია;
  • ლიმფომები;
  • მიელომური დაავადება;
  • ანემიები (შეძენილი და თანდაყოლილი ფორმები);
  • თრომბოციტოპენია;
  • კოაგულოპათიები (ჰემოფილია, თრომბოფილია);
  • მედიკამენტოზური პანციტოპენია;
  • ძვლის ტვინის ბიოფსია;
  • ძვლის ტვინის პუნქცია.