Image alt text

ჰემატოლოგიის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰემატოლოგიის ცენტრი,  ყველა საჭირო რესურსის ერთ სივრცეში გაერთიანებით, პაციენტებს როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, ამბულატორიული პაციენტებისთვის მოქმედებს დღის სტაციონარიც.

 

ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა

პათოლოგიების სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის, ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხორციელდება როგორც ინვაზიური, ასევე ლაბორატორიული კვლევები, კერძოდ:

 

  • ძვლის ტვინის ბიოფსია;
  • ძვლის ტვინის პუნქცია (ასპირაცია);
  • ლიმფური კვანძის ბიოფსია;
  • ყველა ის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც საჭიროა ჰემატოლოგიური პათოლოგიის გამოსავლენად

 

ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა

 

ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი, საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი დაცვით, შემდეგი დაავადებების მკურნალობას გთავაზობთ:

  • მწვავე ლეიკემია;
  • ქრონიკული ლეიკემია;
  • ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომა;
  • მიელომური დაავადება (პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი დაავადება);
  • შეძენილი და თანდაყოლილი ანემიები;
  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);
  • კოაგულოპათიები (სისხლის შედედების დარღვევა);
  • მედიკამენტოზური პანციტოპენია (პერიფერიულ სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).

 

საყურადღებო სიმპტომები

 

ნებისმიერი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენას, დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის შედეგზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების ამოცნობა, თუ კვლევის შედეგების გათვალისწინება, რომელთა მიხედვითაც უნდა მიმართოთ ჰემატოლოგს, კერძოდ:

  • ზოგადი სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • კანის სიფერმკრთალე, სიყვითლე;
  • უმიზეზო სისხლჩაქცევების არსებობა სხეულზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ცვლილებების არსებობა სისხლის საერთო ანალიზში;
  • ცვლილებების არსებობა კოაგულოგრამაში.

 

გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, სადაც ხორციელდება ინტრათეკალური ქიმიოთერაპია. აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს ქიმიოთერაპიულ მედიკამენტებს, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის გარეშე, პირდაპირ მიაღწიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილებამდე, რის შედეგადაც იზრდება მკურნალობის ეფექტურობა და მცირდება სისტემურ ქიმიოთერაპიასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული მიზნით. ინტრათეკალური ქიმიოთერაპია უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტურ მკურნალობას ცენტრალური ნერვული სისტემის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების დროს.