მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნიკოლოზ საინიშვილი 2016 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და იკავებს მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანლის პოზიციას.
ის ლიცენზირებულია არაერთ სამედიცინო დარგში, კერძოდ: რადიოლოგიაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, მაგნიტურ - რეზონანსულ ტომოგრაფიასა და ნეიროქირურგიაში.
მისი სამედიცინო საქმიანობიდან გამომდინარე, იგი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა: ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია; ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაცია; ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაცია; ევროპის მედიკოს სპეციალისტთა ასოციაცია; ევროპის რადიოლოგთა კონკრესი; ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა კონგრესი.
რაც შეეხება მის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, იგი 30-40 სამედიცინო პუბლიკაციის ავტორია.
ამასთან, ის ჩართულია მომავალი სამედიცინო პერსონალის ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც და ხელმძღვანელობს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამას.