მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი ვადიმ ხატიაშვილი 2018 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გუნდს და წარმატებით ხელმძღვანელობს ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურს.
გარდა სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული მედიცინის საერთაშორისო საქმიანობაში, მიღებული აქვს მონაწილეობა 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგში, რაც ხაზს უსვამს მის მუდმივ მზაობას, გაეცნოს, წვლილი შეიტანოს და დანერგოს ინოვაციური მიდგომები.
აქტიური სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე იგი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, კერძოდ: გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ევროპული ასოციაცია; მოსკოვის ენდოსკოპისტ-გინეკოლოგთა კლუბი; საქართველოს ენდოსკოპისტ-გინეკოლოგთა კლუბი და საქართველოს გინეკოლოგთა ასოციაცია.
ყოველწლიურად ექიმი ვადიმ ხატიაშვილი საშუალოდ 1800 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და 900 ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს ქირურგიული ონკოლოგიის სრულ სერვისს (ონკოლოგიის გარდა), ენდოსკოპიურ და ღია წესით (ლაპარატომიულ) ქირურგიულ ჩარევას სთავაზობს.