კავკასიის მედიცინის ცენტრის ქალის ჯანმრთელობის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმების გუნდით, რომელიც მუდმივად ეცნობა და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს და გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას უახლესი პროტოკოლებით სთავაზობს პაციენტებს.
გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის მატერიალურ - ტექნიკური ბაზით და ახორციელებს როგორც მანუალურ, ისე შემდეგი სახის კლინიკურ - ლაბორატორიულ კვლევებს:
- პაპ ტესტი;
- ენდომეტრიუმის პაიპელ-ბიოფსია;
- კოლპოსკოპია;
- საშვილოსნოს ყელის ბიოფსია;
- ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია;
- ჰისტეროსკოპია;
- ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია;
- მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ რეზონანსული კვლევა;
- ულტრაბგერითი კვლევები 3D და 4D ტექნოლოგიით.
გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა
საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, ცენტრში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა:
- უნაყოფობა;
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლასტიკური პროცესები;
- გინეკოლოგიური ორგანოების განვითარებული მანკები;
- საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
- საშვილოსნოს მიომა;
- ენდომეტრიოზი;
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები;
- გინეკოლოგიური ორგანოების დაწევა (პროლაფსი);
- შარდის სტრესული შეუკავებლობა;
- ექტოპიური ორსულობა;
- საკვერცხის აპოპლექსია;
- საკვერცხეების პოლიკისტოზი.
საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ლაპარასკოპიული, ლაპარატომიული და ჰისტერორეზექტომიული მკურნალობა, მაგალითად:
- საშვილოსნოს ყელის ელექტრული კონიზაცია კოაგულაციით;
- საშვილოსნოს ყელის ნაწილობრივი და სრული რეზექცია;
- საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია;
- საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომის რეზექცია;
- ენდომეტრიუმის რეზექცია და აბლაცია და ა.შ
პრევენცია მნიშვნელოვანია
გინეკოლოგიური დაავადების პრევენციისთვის სასურველია, გინეკოლოგთან კონსულტაცია, სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან, წელიწადში ერთხელ. ამასთან, პათოლოგიების დროულად აღმოჩენისა და შემდგომი ეფექტური მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, იმ სიმპტომების ცოდნა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს, კერძოდ:
- ტკივილი მცირე მენჯის ღრუში;
- გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა და შემცირება;
- დისკომფორტის შეგრძნება საშოში (გამონადენი);
- დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი აქტი).