ექიმი მეან-გინეკოლოგი ანა ხოფერია 2021 წლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდის წევრია.
ამჟამად იგი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადოქტორო კვლევით პროექტზე საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მიმართულებით. ექიმს გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული მომზადება და ფლობს კოლპოსკოპიის ჩატარების კვალიფიკაციას.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ქალთა ჯანმრთელობის როგორც პრევენციულ, ასევე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასებას, ჰორმონალური დისბალანსისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების მართვას, ასევე კონტრაცეფციის ინდივიდუალურ შერჩევას.
ექიმი ანა ხოფერია აქტიურად მუშაობს ქალის სასქესო სისტემის ინფექციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, ასევე საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგსა და მართვაზე.
ამბულატორიულ პრაქტიკაში ის წარმატებით ასრულებს შემდეგ მანიპულაციებს: