OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

უროლოგიური დაავადებები - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

27 იანვარი 2020
უროლოგიური დაავადებები - დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უროლოგიური დაავადებები ეწოდება შარდსასქესოს სისტემის პათოლოგიებს, რომლებიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა ბუნებისა და წარმომავლობის. უროლოგიური ხასიათის დაავადებებს განეკუთვნება ტოქსიკური დაზიანებები, ტრავმები, ანთებითი პროცესები და ასევე პათოლოგიური ცვლილებები თირკმელებში, შარდის ბუშტში, ურეთრებში, პროსტატაში და მამაკაცის გარეგან სასქესო ორგანოებში. სტატისტიკის თანახმად, უროლოგიური დაავადებები უკანასკნელ წლებში 20%-ით გახშირდა.

შარდსასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია თვითონ დაავადებასა და მისი სირთულის ხარისხზე. სტანდარტული დიაგნოსტიკური მოქმედებებები საწყის ეტაპზე მოიცავს ანამნეზის (სამედიცინო ისტორიის) შეგროვებას, ულტრაბგერით გამოკვლევას, რენტგენოგრაფიულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს (სისხლის და შარდის ანალიზები, ფლორის ნაცხი, ბიოპსია და სხვა). ექიმი მკურნალობას ნიშნავს დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე. შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტოზური, ქირურგიული ან კომპლექსური მკურნალობა.

უროლოგიური დაავადებების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა, დაავადება მარტივად და სწრაფად გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და მიიღოს უფრო სერიოზული ხასიათი.


რომელი უროლოგიური დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული?

უროლოგიური დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება:

  • პროსტატიტი. პროსტატის ჯირკვლის ანთება მამაკაცებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების სამეულში შედის. პროსტატიტი ვლინდება 30-დან 50 წლამდე მამაკაცების 15%-ში.
  • პროსტატის ადენომა. დაავადება ხასიათდება პროსტატაში კეთილთვისებიანი წარმონაქმნის ზრდით, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე.
  • პროსტატის ჯირკვლის კიბო. აღნიშნული ონკოლოგიური დაავადება ხასიათდება პროსტატაში სიმსივნის წარმოქმნით და დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ კიბოს სახეობას მამაკაცებში;
  • უშვილობა. უშვილობა ითვლება რეპროდუქციოული ფუნქციის დარღვევად, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება ჩასახვა. საკმაოდ ხშირად უშვილობა გამოწვეულია გადატანილი უროლოგიური დაავადებებით.
  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა. არსებობს მამაკაცის ოთხი ძირითადი სქესობრივი ფუნქცია: ლიბიდო, ერექცია, ეაკულაცია და ორგაზმი. ნებისმიერი მათგანის დარღვევა იწვევს მამაკაცის უძლურებას სქესობრივი აქტის განხორციელებაში. აშლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სომატური.
  • ვარიკოცელე. ამ დაავადებას ახასიათებს საკვერცხისა და სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება. დაავადება შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი, ან განვითარდეს ვენაში მუდმივი არტერიული წნევის არსებობის გამო.

რა სიმპტომები ახასიათებს უროლოგიურ დაავადებებს?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ცალკეული უროლოგიური დაავადება ხასიათდება სხვადასხვა სიმპტომატიკით, არსებობს რიგი სიმპტომებისა, რომლებიც გვეხმარება ზოგადად უროლოგიური დაავადების არსებობის გამოვლენაში. შარდსასქესოს სისტემის დაავადებათა საერთო სიმპტომებია:

  • ტკივილი. იგი ნებისმიერი უროლოგიური დაავადების მთავარი და უპირველესი ნიშანია. ტკივილი შესაძლოა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს პერიოდულობის მიხედვით (შეტევითი ხასიათის, პერიოდული, მუდმივი), ინტენსიურობის მიხედვით (ყრუ და მწვავე ტკივილი) და ლოკაციის მიხედვით (წელის მიდამო, მუცლის ქვედა მხარე, პერინეუმი, ჰიპოქონდრიუმი და ა.შ).
  • შარდვის დარღვევა. დაავადებიდან გამომდინარე, ეს დარღვევა ვლინდება სხვადასხვა სახით, ეს შეიძლება იყოს შარდის შეკავება, გაძნელება, შეუკავებლობა, გახშირება და ღამის განმავლობაში ხშირად მოშარდვის სურვილი.
  • შარდის გამოყოფის რაოდენობრივი ცვლილება. ნორმალური ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 1.5 ლიტრ შარდს. შარდის გამოყოფის რაოდენობის არსებითი ცვლილება ირიბად მიანიშნებს უროლოგიურ დაავადებაზე: ოლიგურიაზე, (დამახასიათებელი ნიშანია შარდის რაოდენობის შემცირება 500 მლ.-მდე დღე-ღამის განმავლობში) ან პოლიურიაზე (რაოდენობის ზრდა 2 ლიტრზე, ან ზოგჯერ 3 ლიტრზე მეტი რაოდენობით).
  • შარდის ხარისხობრივი ცვლილება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება შარდის ფერს ან მის გამჭვირვალობას. მღვრიე, არაგამჭვირვალე, არაბუნებრივი ფერის შარდის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • შარდის გამოყოფა საშარდე მილიდან. ლორწოვანი და ჩირქოვანი გამონადენი, განსაკუთრებით დილის საათებში.

უროლოგიური დაავადებები: პროფილაქტიკური ზომები

როგორც სხვა ნებისმიერი პათოლოგიის, ისე ბევრი უროლოგიური დაავადების თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მათი მკურნალობა. ამისათვის რეკომენდირებულია გარკვეული პროფილაქტიკური ზომების მიღება:

  • ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნებისმიერი ინფექციური დაავადებისა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. ეს ეხება, განსაკუთრებით, ანგინას, ჰაიმორიტს, კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს;
  • სასქესო ორგანოების პირადი ჰიგიენის სწორი დაცვა;
  • ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თეთრეულის ტარება (ბამბა, აბრეშუმი), რაც კანის გაღიზიანების ალბათობას ამცირებს;
  • გადაღლილობის, გადაციებისა და სტრესის თავიდან აცილება;
  • სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენური წესების დაცვა;
  • პროფილაქტიკის მიზნით უროლოგთან მისვლა წელიწადში ორჯერ მაინც;
  • სწორი და ჯანმრთელი კვების რაციონი, რომელშიც უნდა შედიოდეს: ხორცი, თევზი, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და თხილეული. ამასთან ერთად, რეკომენდირებულია შემწვარი და ცხიმიანი პროდუქტების რაციონიდან ამოღება, მარილის მოხმარების შემცირება;
  • რეგულარული სეირნობა სუფთა ჰაერზე და ფიზიკური აქტივობა;
  • ცხოვრების ჯანმრთელი წესი, რომელიც გულისხმობს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმას;
  • საჭირო რაოდენობის წყლის მიღება: არა ნაკლებ 2 ლიტრისა დღეში.


მამაკაცთა უროლოგიური დაავადებები: ეფექტური დიაგნოსტიკა თანამედროვე ტექნოლოგიებით

იმისათვის, რომ უროლოგიური დაავადებები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე და დაინიშნოს მათი ეფექტური მკურნალობა, აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსური დიაგნოსტიკა. თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები მოიცავს:

  1. პაციენტის პირველად დათვალიერებას. აღნიშნულ ეტაპზე ექიმი აგროვებს ანამნეზს (პაციენტის ავადმყოფობის ისტორია და მდგომარეობა), ამოწმებს აქვს თუ არა პაციენტს ხილული ფიზიოლოგიური ცვლილებები და ატარებს შინაგანი ორგანოებისა და ლიმფური კვანძების პალპაციას.
  2. ლაბორატორიულ გამოკვლევებს. იგულისხმება სისხლის ანალიზი (ორგანიზმში ანთებითი პროცესების არსებობის გამოსავლენად), შარდის ანალიზი (რაც თირკმელებში, შარდის ბუშტსა და შარდის გამომყოფ ტრაქტში არსებული პროცესების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა), სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (ღვიძლისა და თირკმელის ფუნქციის შემოწმება), სპერმოგრამა (სპერმის ხარისხისა და სპერმატოზოიდის პროგრესული მოძრაობის შესწავლა), და PSA ტესტი (პროსტატის კიბოს არსებობის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად).
  3. უროდინამიკურ გამოკვლევას. ამ თანამედროვე გამოკვლევის მიზანი შარდის გამომყოფი სისტემის ფუნქციურობის მდგომარეობის დადგენაა. გამოკვლევის ფარგლებში ტარდება შემდეგი ტესტები: ნარჩენი შარდის გაზომვა, წნევის ნაკადის შესწავლა, შარდის ბუშტის მოცულობის გაზომვა და ა.შ
  4. ენდოსკოპიური გამოკვლევა. ამ გამოკვლევის დროს ექიმი იყენებს სპეციალურ ხელსაწყოს, ენდოსკოპს, რომელიც შარდსასქესო სისტემის შიდა ზედაპირის ზედმიწევნითი დათვალიერების საშუალებას იძლევა. ენდოსკოპის საშუალებით, როგორც წესი, ტარდება თირკმელების, ურეთრის, შარდის ბუშტისა და შარდის სადინრების გამოკვლევა.
  5. ულტრაბგერითი გამოკვლევა. შარდსასქესო სისტემის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა ძირითად და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება პათოლოგიების გამოსავლენად. ულტრაბგერითი გამოკვლევების მთავარი უპირატესობა კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობის არ არსებობა და თირკმელების ფუნქციურობის შედეგზე დამოკიდებულების არ ქონა წარმოადგენს.
  6. დიაგნოსტიკის სხივური მეთოდები. ეს არის მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებაზე. ამგვარ მეთოდებს მიეკუთვნება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია, უროგრაფია, თირკმელების ანგიოგრაფია და ა.შ

სქესობრივი გზით გადამდები უროლოგიური დაავადებები (სგგდ)

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და ინფექციებს მიეკუთვნება ის ანთებითი და ინფექციური უროლოგიური დაავადებები, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი აქტის დროს გადაედება. დღეისათვის ცნობილია 30 ამგვარი დაავადება. მათი სახიფათო ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად ეს დაავადებები მიმდინარეობს ფარულად, რაც ართულებს დიაგნოსტიკასა და მათს შემდგომ მკურნალობას. ყველა სგგდ იყოფა შემდგომ კატეგორიებად: ბაქტერიული ინფექციები, ვირუსული ინფექციები, პროტოზოული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და პარაზიტული დაავადებები. მოდი, განვიხილოთ დღეისათვის არსებული ყველაზე ცნობილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები:

  • გონორეა - ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ურეთრის ჩირქოვანი ანთებით და შარდსასქესოს სისტემის ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანებით. გონორეით დაავადებული ადამიანიდან დაავადების მეორე ადამიანისათვის გადადების ალბათობა 50%-ია;
  • აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) - ვირუსი გადამდებია მხოლოდ სქესობრივი გზით და აზიანებს იმუნურ სისტემას. განვითარებული იმუნოდეფიციტის ფონზე ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს ორგანოებისა და სისტემების სერიოზულ დაზიანებასა და სიკვდილშიც კი;
  • ქლამიდიოზი - საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს გარეგან სასქესო ორგანოებს, შარდის ბუშტსა და ურეთრას. დაავადება უფრო ხშირად ემართებათ სექსუალურად აქტიურ ახალგაზრდა მამაკაცებს 20-დან 35-წლამდე ასაკში, და საკმაოდ მარტივად ექვემდებარება მკურნალობას;
  • სიფილისი - შარდსასქესო სისტემის სერიოზული ინფექციური დაავადება, რომელიც დააზიანებს მთელ ორგანიზმს, თუ ადამიანი დროულად არ იმკურნალებს. როგორც წესი, აღნიშნული დაავადებით ავადდებიან 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. დაავადება რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლოა მიმდინარეობდეს სიმპტომატიკის გარეშე.

სქესობრივი გზით გადამდები უროლოგიური დაავადებების სიმპტომები

სქესობრივი გზით გადამდები მრავალი დაავადება შესაძლებელია არ გამოვლინდეს დიდი ხნის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, პირველი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე თვე, და ზოგჯერ წელიწადიც კი გადის. ყოველი სგგდ ხასიათდება სხვადასხვა სიმპტომატიკით, თუმცა არსებობს მთელი რიგი საერთო სიმპტომებისა, რომლებიც ირიბად მიუთითებენ დაავადების არსებობაზე:

  • სქესობრივი ორგანოებიდან არაბუნებრივი გამონადენი;
  • გამონაყარი სქესობრივ ორგანოებზე;
  • სქესობრივი ორგანოებზე სისხლჩაქცევა და შეწითლება;
  • შეუჩერებელი ქავილი;
  • სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილების შეგრძნება;
  • ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილის შეგრძნება პალპაციის დროს;
  • არასასიამოვნო სუნი სქესობრივი ორგანოებიდან;
  • დისკომფორტის შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს;
  • შარდის გამოყოფა ხშირად და მტკივნეულად.


მამაკაცთა უროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

თუ თქვენ ესა თუ ის უროლოგიური დაავადება გაქვთ და მის მკურნალობას გადაწყვეტთ საზღვარგარეთ, მაშინ კავკასიის სამედიცინო ცენტრი თქვენი უეჭველად სწორი გადაწყვეტილება იქნება.

კავკასიის მედიცინის ცენტრში უროლოგია ერთ-ერთი წამყვანი და მთავარი მიმართულებაა. ჩვენი კლინიკის უროლოგიური განყოფილება სარგებლობს მაღალი რეპუტაციით საერთაშორისო საზოგადოებაში ექიმების პროფესიონალიზმის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წყალობით.

აქ უროლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს გაუწევენ როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ დახმარებას: ჰოსპიტალში, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული და საოპერაციო დანადგარებით, სპეციალისტები პაციენტებს სთავაზობენ შარდსასქესო სისტემის დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მომსახურებათა ფართო სპექტრს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები წარმატებით ახორციელებენ შემდეგ მანიპულაციებს:

  • ენდოსკოპიური პროცედურები, რომლებიც თირკმელებიდან ქვების მოშორების მიზნით ტარდება;
  • პროსტატის ადენომის მკურნალობა მედიკამენტოზური, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდებით;
  • საშარდე გზების და შარდის ბუშტის კიბოს ენდოსკოპიური მკურნალობა;
  • პროსტატის ჯირკვლის კიბოს მკურნალობა;
  • თირკმელების კიბოს მკურნალობა ადრეულ სტადიაზე, ლაპარასკოპიით;
  • ურეთრის პლასტიკა;
  • გადაუდებელი დახმარება და სასწრაფო უროლოგიური ოპერაციების ჩატარება მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.