02 ივლისი 2026

გადავარჩინოთ კიდური: დიაბეტური ტერფი ანგიოქირურგის თვალით
რატომ ხდება დაბეტის დროს ტერფი მოწყვლადი?
როდესაც ორგანიზმში გლუკოზის დონე ქრონიკულად მაღალია, ის ფარულად ანადგურებს ორ ძირითად სისტემას: ნერვებსა და სისხლძარღვებს. ანგიოქირურგიაში ამას სამი ძირითადი ასპექტით ვხედავთ:
ანგიოქირურგიული მკურნალობის მეთოდები: როგორ ვუბრუნებთ სიცოცხლეს კიდურს?
ანგიოქირურგის მთავარი ამოცანაა რევასკულარიზაცია — ანუ იშემიურ ქსოვილებში სისხლის ნაკადის აღდგენა. თუ კიდურს სისხლი არ მიეწოდება, ყველაზე ძვირადღირებული მალამოები და ანტიბიოტიკებიც კი უსარგებლოა. დღეს ჩვენს არსენალში რამდენიმე მაღალტექნოლოგიური მეთოდია:
1. ენდოვასკულური (მინიმალურად ინვაზიური) ქირურგია
ეს არის თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტი“, განსაკუთრებით ხანდაზმული ან მრავალი თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რადგან არ საჭიროებს დიდ განაკვეთებს და ზოგად ნარკოზს.
2. ღია (ტრადიციული) რეკონსტრუქციული ოპერაციები
მიუხედავად ენდოვასკულური ტექნოლოგიების განვითარებისა, არის შემთხვევები, როდესაც არტერიის ხანგრძლივი და სრული ოკლუზიის (დახშობის) გამო ღია ჩარევა გარდაუვალია.
3. ჰიბრიდული ჩარევები
ეს არის ენდოვასკულური და ღია ქირურგიის კომბინაცია ერთ საოპერაციო მაგიდაზე. მაგალითად, როდესაც დიდ სისხლძარღვზე ვაკეთებთ ღია შუნტირებას, ხოლო წვივის წვრილ არტერიებს ერთდროულად ბალონით ვაფართოებთ. ეს გვაძლევს შანსს, ყველაზე რთული, მრავალდონიანი დაზიანებებიც კი ვმართოთ.
4. ჭრილობის ლოკალური ქირურგიული მართვა (ნეკრექტომია)
სისხლის მიმოქცევის აღდგენის პარალელურად, აუცილებელია ადგილობრივი კერის სანაცია. ჩვენ ვატარებთ დებრიდმენტს (ნეკრექტომიას) — ჭრილობიდან მკვდარი, ნეკროზული და ინფიცირებული ქსოვილების რადიკალურ მოცილებას საღი ქსოვილების საზღვრამდე, რათა აღდგენილმა სისხლის მიმოქცევამ რეგენერაციის პროცესი დაიწყოს.
მულტიდისციპლინური მიდგომა კავკასიის მედიცინის ცენტრში
დიაბეტური ტერფის მკურნალობა მულტიდისციპლინური მიდგომის გარეშე შეუძლებელია. კავკასიის მედიცინის ცენტრში, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები: ენდოკრინოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, მიკროქირურგი, ინფექციონისტი, ეტაპობრივად ერთვებიან პაციენტის მკურნალობის პროცესში.
დიაბეტური ტერფის მოვლის რეკომენდაციები პაციენტისთვის:
მთავარი გზავნილი: ამპუტაცია არ არის დიაბეტის ბუნებრივი დასასრული, ის მხოლოდ დაგვიანებული მომართვის შედეგია. თანამედროვე ანგიოქირურგიას კიდურების გადარჩენის უდიდესი რესურსი აქვს, მთავარია დროული მკურნალობა.
გიორგი ჯინჭველაძე
MD; სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის ხელმძღვანელი; სისხლძარღვთა ქირურგი; ანგიოლოგი