25 თებერვალი 2026

ალერგო დიაგნოსტიკა- სოფო ყიფშიძე

Image alt text

კანის ალერგიული სინჯები წარმოადგენს ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკის ძირითად In vivio მეთოდს. გამოიყენება IgE-ით განპირობებული ( I ტიპის) ჰიპერმგრძნობელობისა და დაყოვნებული ტიპის (IV ტიპის) კონტაქტური  ალერგიის გამოვლენისთვის. ტესტების სწორი შერჩევა, ჩატარება და ინტერპრეტაცია მნიშნვნელოვანია კლინიკური  გადაწყვეტილებებისათვის.

 

ალერგიული დაავადებების გავრცელება მსოფლიოში მზარდია, რაც ზრდის ზუსტი დიაგნოსტიკური მეთოდების  მნიშვნელობას. კანის ალერგიული სინჯები რჩება ოქროს სტანდარტის  კვლევად მრავალი ალერგიული მდგომარეობის  შეფასებისა და გართულებების თავიდან არიდების მიზნით. 

 

პრიკ და კანშიდა  ტესტები ეფუძნება მყისიერი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას. 

კანის ალერგიულ სინჯების აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს: 

  • არაკონტროლირებული,  მძიმე ასთმა

  • ახლო პერიოდში გადატანილი  ანაფილაქსია

კვლევის უპირატესობის  მახასიათებელს წარმოადგენს:   სწრაფი პასუხი,  მაღალი სპეციფიკურობა,   დაბალი სისტემური რისკი. 

 

მნიშნველოვანია შემდეგი პირობების გათვალისწინება: ანტიჰისტამინური მედიკამენტები უნდა შეწყდეს ტესტამდე 2–7 დღით ადრე,  რადგან შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი პასუხი.

 

კვლევის გართულებება შეიძლება იყოს უმეტესად მსუბუქი ტიპის: ლოკალური ქავილი, ერითემა,  მცირე შეშუპება.

ასევე ძალზედ იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება - გენერალიზებული ურტიკარია, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია.

რისკების გათვალისწინებით  ტესტი უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში.

 ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია გაკეთდეს ალერგოდიაგნოსტიკა ადგილობრივ საანესთეზიო  საშუალებებზე, ანტიბიოტიკების ზოგიერთ ჯგუფზე, სანარკოზო და მიორელაქსანტებზე, ასევე საკონტრასტო ნივთიერებებზე.