23 აპრილი 2026

კავკასიის მედიცინის ცენტრი გთავაზობთ სხეულის კომპოზიციის ანალიზს DXA + TBS ტექნოლოგიით – უმაღლესი სიზუსტის მქონე სადიაგნოსტიკო სისტემას,რომელიც წარმოადგენს ოქროს სტანდარტს სხეულის კომპოზიციის განსაზღვრისთვის.ვისთვის არის კვლევა აუცილებელი?
მათთვის, ვინც დიეტაზეა: გაიგეთ რეალურად ცხიმს კარგავთ თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კუნთოვან მასას (რაც ხშირად ხდება არასწორი კვების დროს).
40+ ასაკის ადამიანებისთვის: ამ პერიოდიდან ხშირად თავს იჩენს მეტაბოლიზმის დარღვევებით და ძვლის სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები – DEXA სკანირება საუკეთესო გზაა ოსტეოპოროზის პრევენციისთვის და მეტაბოლური დარღვევების რისკის გამოვლენისთვის.
მჯდომარე ცხოვრების წესის და არაწორი კვების დროს: შეაფასეთ ფარული საფრთხე – ვისცერალური (შინაგანი) ცხიმი, რომლის ჭარბი განვითარება შესაძლოა ვიზუალურად გამხდარ ადამიანებსაც აღენიშნებოდეთ და ამის გამო ქონდეთ გულ-სისხლძარღვთა დააავადებების და მეტაბოლური დარღვევების განვითათარების მაღალი რისკი.
მათთვის, ვინც ვარჯიშობს: დარწმუნდით, რომ თქვენი ძალისხმევა ეფექტურია და აკონტროლეთ პროგრესი გრამებში. ასევე აკონტროლეთ კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის ცვლილების სწორი თანაფარდობა. რატომ უნდა აირჩიოთ DXA სკანირება?
სამედიცინო სიზუსტე: ხედავს იმას, რასაც თვალი ან ჩვეულებრივი სასწორი ვერ ამჩნევს.
სეგმენტური ანალიზი: ადგენს კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის დისბალანსს როგორც მთლიანად, სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რაც გეხმარებათ ფიზიკური აქტივობის სწორად დაგეგმვაში.
მეტაბოლიზმის კონტროლი: RMR-ის განსაზღვრა გვეხმარება თქვენი კალორიული საჭიროების ზუსტ დადგენაში.
სწრაფი და უსაფრთხო: კვლევა არაინვაზიურია, სრულიად უსაფრთხო და გრძელდება მხოლოდ 10-15 წუთი.ნუ იმოქმედებთ ვარაუდით – დაგეგმეთ თქვენი ჯანმრთელობა მეცნიერულ საფუძველზე!
ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 600 600 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.