01 აგვისტო 2026

ფილტვის კიბო საქართველოში

Image alt text

ფილტვის კიბო თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. საქართველოში, ის წარმოადგენს ონკოლოგიური ავადობით გამოწვეული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. 

 

ყოველწლიურად, ვლინდება ფილტვის კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 14% სწორედ ფილტვის კიბოზე მოდის. 

ბოლო წლების განმავლობაში, ფილტვის კიბოს მკურნალობა, მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაინერგა თანამედროვე მედიკამენტები, როგორიც არის იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია. უახლესმა მკურნალობამ, მნიშვნელოვნად გაზარდა გადარჩენადობა და უამრავ პაციენტთან ვხედავთ მკურნალობის შთამბეჭდავ შედეგებს.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო გუნდმა, ივანე კილაძემ, ანა გეგუჩაძემ და ანა წერეთელმა, განახორციელა მასშტაბური კვლევა, საქართველოში ფილტვის კიბოს კლინიკო-პთოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლების შესასწავლად. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა საერთაშორისო, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში, Academia Oncology-ში. კვლევა უაღრესახდ მნიშვნელოვანია ქართული პოპულაციისთვის და მასში მონაწილეობდა 300-მდე პაციენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

შედეგებმა მკაფიოდ დაადასტურა:

  • დიაგნოზის დასმის საშუალო ასაკი იყო 67 წელი;
  • პაციენტების 86% იყო მამაკაცი, ხოლო ამ პაციენტების 88% ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველია; 
  • ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომები იყო ხველა, ქოშინი და ძლიერი საერთო სისუსტე;
  • პაციენტების 93% დიაგნოსტირდება უკვე მეტასტაზურ სტადიაზე;
  • შემთხვევების უმრავლესობა წარმოადგენდა არაწვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოს, რომლის ყველაზე გავრცელებული ჰისტოლოგიური ქვეტიპი იყო ადენოკარცინომა;
  • ადენოკარცინომა ხშირად გვხვდებოდა არამწეველ პაციენტებში, რაც მიუთითებს, რომ ფილტვის კიბო აღარ უნდა ჩაითვალოს როგორც მხოლოდ მწეველთა დაავადება. 

 

რაც შეეხება ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დღესდღეობით არის მოლეკულური დიაგნოსტიკა. კვლევის თანახმად:

  • EGFR მუტაცია აღენიშნებოდა პაციენტების 16%-ს, ALK – 10%-ს, ხოლო PD-L1-ის მაღალი ექსპრესია (TPS ≥50%) – 28%-ს. 

ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ქართველი პაციენტების ამ ნაწილს შეუძლია მიიღოს სარგებელი მიზანმიმართული თერაპიისა (ე.წ. ჭკვიანი წამლები) და იმუნოთერაპიისგან. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, დაავადება კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. კავკასიის მედიცინის ცენტრის, კლინიკური ონკოლოგიის გუნდის მკვლევარები ფიქრობენ, რომ აღნიშული გამოწვევის მთავარი გადაჭრის გზა არის დაავადების აქტიური ძიება იმ ადამიანებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, რაც გულისხმობს სკრინინგ პროგრამის გამოყენებას. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2026 წელს ამოქმედდა ფილტვის კიბოს ეროვნული სკრინინგის პროგრამა, რომელიც მაღალი რისკის მქონე პირებისთვის დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიის (LDCT) ჩატარებას გულისხმობს. კავკასიის მედიცის ცენტრი ჩართულია აღნიშნულ სკრინინგ პროგრამაში.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის გუნდი მჟამად მუშაობს კვლევაზე „ფილტვის კიბო ქალებში“,

 

ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი ამჟამად მუშაობს კვლევაზე „ფილტვის კიბო ქალებში“, რომლის მიზანია დაავადების გამომწვევი მიზეზების და ბიოლოგიური თავისებურებების  შესწავლა ქართულ პოპულაციაში.