ანევრიზმის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა
26 ნოემბერი 2020
ენდოვასკულური ქოილინგი მცირე ინოვაციური ჩარევაა, რომელიც ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სირთულის ოპერაციად ითვლება. პროცესი ანევრიზმის სისხლძარღვშიდა გამოთიშვას გულისხმობს სპეციალური ქოილებით, ე.წ. ტრეპანაციის გარეშე.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 64 წლის პაციენტი ჰოსპიტალში ცნობიერების დაბინდვით, საერთო სისუსტითა და თავის ძლიერი ტკივილის ჩივილებით შემოვიდა.
დიაგნოსტირებული იქნა წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმის გასკდომა. მას სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ოპერაცია - ანევრიზმის ენდოვასკულური გამოთიშვა. ქირურგიული ჩარევა ნეიროქირურგმა, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ ჩაატარა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. პოსტოპერაციული მკურნალობა კი სტაციონარის პირობებში გრძელდება.