OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი

28 აპრილი 2022
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი

კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარიკოზული (გაგანიერებული) ვენების მკურნალობას რადიოაბლაციის მეთოდით - VNUS აპარატით გვთავაზობს. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს მკურნალობის ინვაზიურ ფორმას და გულისხმობს ვარიკოზულად დაზიანებულ ვენაში კათეტერის შეყვანას, ხოლო შემდგომ, მასზე ტემპერატურის ზემოქმედებით, ვენის გაუქმებას. შესაბამისად, პროცედურა არის უსაფრთხო, ეფექტური და უმტკივნეულო, რომელიც გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე ესთეტიკური მიმართულებით.

ვენების ვარიკოზული დაზიანებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ რადიოაბლაციის ჩვენებას, ესენია:

  • ქვემო კიდურებზე გაგანიერებული ვენები;
  • წვრილი კაპილარული ქსელი;
  • შეშუპება ქვემო კიდურებში;
  • სიმძიმის შეგრძნება;
  • ტკივილი;
  • კანის ფერის შეცვლა;
  • ტროფიკული წყლული;
  • ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვა და ა.შ

გარდა რადიოტალღოვანი აბლაციისა, ვარიკოზული ვენების მკურნალობისთვის მოწოდებულია ტრადიციული მეთოდი (ღია წესი), რაც გულისხმობს ვენის გადაკვანძვას და მის მექანიკურ მოცილებას.  რადიო აბლაციური პროცედურისგან განსხვავებით ტრადიციულ მიდგომას თან ახლავს სისხლჩაქცევები, ტკივილი და ჰემატომების გაჩენა. აგრეთვე, ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში ვარიკოზული ვენების განმეორებით აღმოცენების რისკი (ვარიკოზული ვენების ხელახლა გაჩენა) დაახლოებით 30 %-ია, როცა აბლაციური მეთოდის დროს რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

 გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, რადიოტალღოვანი აბლაციის უპირატესობებია:

  • ხანმოკლე ოპერაცია, საშუალოდ 45 წთ;
  • მინიინვაზიურობა;
  • მინიმალური პრეოპერაციული პერიოდი;
  • სწრაფი რეაბილიტაცია, პაციენტები ოპერაციიდან 1 სთ-ში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ჯანმრთელ ვენაში ფუნქციონირებს სპეციალური სარქველი, დაავადებულ ვენაში კი სარქვლოვანი აპარატი მოშლილია და ირღვევა ადეკვატური სისხლის მიმოქცევა. ვენის ლოკალიზაციის დასაგდენად, სარქვლოვანი აპარატის, სისხლის ნაკადისა და სისხლძარღვში რეფლუქსის (სარქვლოვანი აპარატის დაზიანების შედეგად სისხლის უკუდინება) დიაგნოსტირებისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება დუპლექს-სონოგრაფია.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ანგიოლოგიური მიმართულება პაციენტებს ქვემო კიდურებზე არსებული წვრილი კაპილარული ქსელის გაქრობასა და გაუქმებას ინექციური სკლეროთერაპიის მეთოდით სთავაზობს.  აღნიშნული პროცედურის დროს დაზიანებულ ვენაში შეყავთ სპეციალური ნივთიერება, სკლეროზანტი, რომელიც ხელს უწყობს ვენის გაქრობას. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატული წვრილი კაპილარული ქსელი ჰემოდინამიკაზე (სისხლის მიმოქცევაზე) დიდ გავლენას არ ახდენს, ზემოთ ხსენებულ პროცედურას პაციენტები ხშირად მიმართავენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ესთეტიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად.

კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ჰოსპიტლებთაგან, რომელიც ვარიკოზულად დაზიანებული ვენების სამკურნალოდ რადიოტალღოვან აბლაციას იყენებს. VNUS პროცედურას კი ჰოსპიტალში მაღალკვალიფიციური სისხლძარღვთა ქირურგები: გიორგი ჯინჭველაძე და გურამ ვარდიშვილი ატარებენ.