15 ოქტომბრიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს გეგმიურ-ქირურგიული მომსახურების მიღებამდე უფასო PCR ტესტები ჩაუტარდებათ.
კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს დამატებით ბენეფიტს სთავაზობს და გეგმიური ქირურგიული სერვისის მიღებამდე მათ უფასო PCR ტესტებით უზრუნველყოფს.
გადაწყვეტილება სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტლის მორიგ ბენეფიტს წარმოადგენს და პაციენტებისთვის დამატებითი ხარჯების შემცირებას ემსახურება. კავკასიის მედიცინის ცენტრში გეგმიური სამედიცინო პროცედურების წინ PCR ტესტის მასალის აღება სრულიად უფასოდ 15 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
კავკასიის მედიცინის ცენტრი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ქმნის სრულიად უსაფრთხო გარემოს პაციენტებისთვის. სამედიცინო ცენტრი მხოლოდ არაინფიცირებულ პირებს ემსახურება. გეგმიურ და ურგენტულ პაციენტებს კი ჰოსპიტალიზაციამდე დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო კვლევები უტარდებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 600 600