OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა

27 იანვარი 2020
სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა
სწორი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, 2018 წელს, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადდა 1.8 მილიონი ადამიანი. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება, რით არის იგი სახიფათო და როგორ ხდება მისი მკურნალობა საზღვარგარეთ.


სწორი ნაწლავის კიბო: რას წარმოადგენს ეს დაავადება?

სწორი ნაწლავის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ნაწლავის მილის ბოლო ნაწილში, ე.ი სწორ ნაწლავში, ჩნდება სიმსივნე. ორგანო მდებარეობს ანუსის პირდაპირ და პასუხისმგებელია ფეკალიების დაგროვებასა და გამოყოფაზე.

როდესაც საუბარი ეხება სწორი ნაწლავის კიბოს, ხშირად ხმარობენ ტერმინს „კოლორექტალური კიბო“. აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება კოლორექტალური ნაწლავის კიბოც, რაც მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საჭმლის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. კოლონიური ნაწლავი მდებარეობს წვრილ და სწორ ნაწლავებს შორის.

კიბო ჩნდება მაშინ, როდესაც სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში ჩნდება ანომალიური უჯრედები. სიმსივნური უჯრედები იწყებენ გაყოფას და მეზობელ სტრუქტურებში შეზრდას. ამგვარად წარმოიქმნება სიმსივნე.


რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს?

თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია დაადგინოს, თუ რატომ ჩნდება სწორი ნაწლავის კიბო. თუმცა, კიბოთი დაავადებული პაციენტების გამოკვლევები საშუალებას იძლევა გამოვყოთ ის ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენის ალბათობას. ამგვარ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდება ნაწლავური მილის ბოლო ნაწილში. პოლიპის ტრანსფორმაციას ავთვისებიან წარმონაქმნად შესაძლოა დასჭირდეს მრავალი წელი. წარმონაქმნი ყოველთვის არ გადაიზრდება სიმსივნეში.
  • მემკვიდრეობითობა. სწორი ნაწლავის კიბო შესაძლოა „გადაეცეს მემკვიდრეობით“, განსაკუთრებით თუ დაავადება რამდენიმე თაობაშია გავრცელებული;
  • ასაკი. სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა დიდ ნაწილს დაავადება უვითარდება ხანში შესულ ასაკში. რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს, მით უფრო დიდია დაავადების განვითარების ალბათობა;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადება. ამგვარ დაავადებებს მიეკუთვნება წყლულები, კრონის დაავადება, პოლიპიოზი;
  • არასწორი კვება. ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღება ზრდის სწორ ნაწლავში წარმონაქმნის გაჩენის ალბათობას. წითელი ხორცის ჭარბი მიღება ასევე ზრდის დაავადების რისკს;
  • თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება. თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება ზრდის კიბოთი დაავადების ალბათობას.
  • რადიაციულ გამოსხივებასთან კონტაქტი. რადიოთერაპიის გამოყენებამ სხვა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნის წარმოქმნა.


რა სიმპტომები აქვს სწორი ნაწლავის კიბოს?

დაავადებამ შესაძლოა სიმპტომები არ გამოავილნოს. თუმცა, რაც უფრო იზრდება სიმსივნე, პაციენტები მით უფრო ამჩნევენ გარკვეულ ნიშნებსა და მდგომარეობის ცვლილებებს. ასეთებია:

  1. ნაწლავის მუშაობის რეჟიმის რღვევა, შეკრულობისა და დიარეას მონაცვლეობა;
  2. სისხლიანი განავალი. ეს უფრო ხშირი სიმპტომია, რომელსაც ყოველთვის არ აქცევენ ყურადღებას, რადგან ხშირად ეშლებათ უფრო გავრცელებულ დაავადებაში, ბუასილში;
  3. ფერმკრთალი კანის საფარი, სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ანემია (დაბალი ჰემოგლობინი). ჰემოგლობინის დონე იშვიათად ეცემა კონკრეტული მიზეზის გარეშე, ამიტომ იგი უნდა გახდეს გამოკვლევის ჩატარების მიზეზი. რკინის შემცველი პრეპარატების დანიშვნა ანემიის მიზეზის გარკვევის გარეშე დიდი შეცდომაა. ანემიის გამოვლენა დადგენილი მიზეზის გარეშე ექიმთან კონსულტაციისა და გამოკვლევის, კოლონოსკოპიის ან გასტროსკოპიის, ჩატარების მიზეზია;
  4. კუჭში გასვლის მცდარი სურვილი;
  5. მუცლის შებერილობა.

უფრო გვიან სტადიებზე პაციენტების მდგომარეობა უარესდება. სიმსივნური ინტოქსიკაცია იწვევს წონის კლებას, კანის ფერის ცვლილებას, მუდმივი დაღლილობის შეგრძნებასა და სისუსტეს.


სწორი ნაწლავის კიბოს ტიპები

გამოყოფენ სწორი ნაწლავის კიბოს ოთხ ტიპს. ადენოკარცინომა, დაავადების ნაირსახეობაა, რომელიც გვხვდება უმეტეს შემთხვევაში. ადენოკარცინომის განსხვავებული ტიპები ხასიათდება წარმონაქმნის ზრდის სხვადასხვა ტემპითა და მისი უნარით, დააზიანოს სხვა ორგანოები.

წარმონაქმნი შეიძლება იყოს ნაკლებად დიფერენცირებული და მაღალდიფერენცირებული. დიფერენცირების დაბალი ხარისხის მქონე ავთვისებიანი სიმსივნე სწრაფად იზრდება და მეტასტაზირდება. მაღალდიფერენცირებული ადენოკარცინომა კი იზრდება უფრო ნელა, და წარმონაქმნი აზიანებს სხვა ორგანოებს მხოლოდ გვიან სტადიებზე.

იმის მიხედვით, თუ სად იზრდება წარმონაქმნი, გამოყოფენ კიბოს ეკზოფიტურ სახეობას, რომლის დროს სიმსივნე იზრდება ნაწლავის ხვრელში, ენდოფიტურ სახეობას, რომლის დროს სიმსივნე იზრდება მსხვილ ნაწლავში, და შერეულს.


სწორი ნაწლავის კიბოს რამდენ სტადიას გამოყოფენ?

გამოყოფენ სწორი ნაწლავის კიბოს ხუთ სტადიას. დაავადების სტადიის დასადგენად, საჭიროა გაირკვეს, რამდენად ღრმად არის ჩაზრდილი სიმსივნური წარმონაქმნი, ჩათრეულია თუ არა სიმსივნურ წარმონაქმნთან ახლოს მდებარე ორგანოები, ლიმფური კვანძები და სიმსივნისაგან მოშორებით მდებარე ორგანოები.

  • დაავადების ნულოვან სტადიაზე ანომალიური უჯრედები ფიქსირდება მხოლოდ სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. კიბოს ასეთ ტიპს ეწოდება არაინვაზიური;
  • დაავადების პირველ სტადიაზე წარმონაქმნი იზრდება ნაწლავის კედლის ლორწოვან გარსში, მაგრამ არ სცდება კუნთოვანი გარსის ფარგლებს;
  • მეორე სტადია ხასიათდება ანომალიური უჯრედების კუნთოვანი ფენის გარეთ გავრცელებით. სიმსივნე აზიანებს გარშემო მდებარე ორგანოებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აღწევს ლიმფურ კვანძებამდე;
  • მესამე სტადიის დროს წარმონაქმნი აზიანებს სწორი ნაწლავის კედლის ყველა ფენას, იზრდება ცხიმოვან ქსოვილში და გადადის რეგიონარულ ლიმფაზე;
  • მეოთხე სტადიაზე დაავადება მოიცავს მთელ ორგანიზმს. წარმონაქმნი იზრდება როგორც გარშემო მდებარე, ასევე მოშორებით მდებარე ორგანოებში, წარმოიქმნება მეტასტაზები.


სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა

რაც უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება დაავადების დიაგნოსტირება, მით უფრო მაღალია განკურნების ალბათობა. დაავადება შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც მსგავსია სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომებისა, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

კოლონოსკოპია - ყველაზე ინფორმაციული მეთოდია სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკისათვის. აღნიშნულ პროცედურას ატარებენ ენდოსკოპის დახმარებით, ენდოსკოპი არის ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს კამერა. გამოკვლევის საშუალებით, შესაძლებელია სწორი ნაწლავის დათვალიერება და ქსოვილის ნიმუშის აღება, საეჭვო უბნის აღმოჩენის შემთხვევაში.

ნიმუშის აღებას შემდგომი ლაბორატორიული კვლევისათვის ეწოდება ბიოპსია. ბიოპსია ერთადერთი გამოკვლევაა, რომელის დახმარებითაც შესაძლებელია კიბოს დიაგნოზის დადასტურება ან უარყოფა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი ადგენს დაავადების სტადიას. ექიმმა უნდა იცოდეს, თუ რამდენად ღრმად არის შეზრდილი სიმსივნე, დაზიანებულია თუ არა სხვა ორგანოები და ლიმფური სისტემა. ამისათვის ტარდება რიგი გამოკვლევები:

  1. კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს გამოკვლევა აუცილებელია, რათა გაირკვეს დაზიანებულია თუ არა სწორი ნაწლავის გარდა, სხვა ორგანოებიც, მაგალითად, ღვიძლი;
  2. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს გამოკვლევა პაციენტის ნაწლავის გამოსახულების დეტალურად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა, მისი მეშვეობით შესაძლებელია გაირკვეს, თუ კედლის რომელი გარსები დააზიანა წარმონაქმნმა და არის, თუ არა მეტასტაზები.

კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს სწორი ნაწლავის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ექიმები, რომლებმაც სამუშაო გამოცდილება დააგროვეს საზღვარგარეთ. უახლესი აღჭურვილობის დახმარებით სპეციალისტებს საშუალება აქვთ ჩაატარონ ხარისხიანი დიაგნოსტიკა, დასვან ზუსტი დიაგნოზი და დაადგინონ დაავადების განვითარების სტადია.


სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით, რადიოთერაპიითა და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. სწორი ნაწლავის დაზიანებულ ნაწილს კვეთენ ქირურგიული მეთოდით მაშინ, როდესაც სიმსივნეს ჯერ კიდევ არ დაუზიანებია მოშორებით მყოფი ორგანოები და არ გაუშვია მეტასტაზები.

მესამე სტადიის დროს, ოპერაციამდე ნიშნავენ რაადიოთერაპიის კურსს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სიმსივნე დაპატარავდეს. მეოთხე სტადიის მკურნალობა კონცენტრირდება სიმპტომატიკის შემსუბუქებასა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. როგორც წესი, პაციენტებს ენიშნებათ ქიმიოთერაპიის კურსი.

კავკასიის მედიცინის ცენტრი სპეციალიზირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე. კლინიკაში ხდება სხვადასხვა ტიპის სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა, პაციენტებს უტარდებათ რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსები ავთვისებიანი წარმონაქმნების სამკურნალოდ.


ქირურგიული მკურნალობა

სწორი ნაწლავის ავთვისენიანი წარმონაქმნის მოშორებას რეზექცია ეწოდება. ოპერაციის მსვლელობის დროს ნაწლავის დაზიანებულ მონაკვეთსა და ლიმფურ კვანძებს კვეთენ. თუ სიმსივნე შეზარდილია მეზობელ ორგანოებში, რეზექციას მოჰყვება მენჯის ღრუს სხვა ორგანოების ამოკვეთაც. ამგვარად, შესაძლოა პაციენტს ამოკვეთონ მსხვილი ნაწლავი ანალურ ხვრელამდე. თუ ოპერაცია ტარდება სწორი ნაწლავის სრული მოკვეთით, ხდება ხელოვნური არხის შექმნა დეფეკაციისათვის, რომელსაც სტომა ეწოდება.

კავკასიის მედიცინის ცენტრში ტარდება სხვადასხვა სიმსივნეების ამოკვეთის უნიკალური ოპერაციები, მათ შორის სწორი ნაწლავის სიმსივნისაც. ცენტრის ქირურგები იღწვიან არა მხოლოდ მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებისათვის, არამედ ზრუნავენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზეც.

ჩატარებული ოპერაციის ხარისხზე დიდწილადაა დამოკიდებული მკურნალობის შედეგი. მედიცინის ცენტრში ტარდება ორგანოთა შემანარჩუნებელი ოპერაციები და ლაპარასკოპიული ოპერაციები. მუცლის ღრუს ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარების დროს მუცლის ღრუზე კეთდება მხოლოდ რამდენიმე კვეთა. ამგვარ ოპერაციებს ეწოდება მინიმალურ-ინვაზიური.

იმ შემთხვევაში, როცა კიბოს მკურნალობა ნაკლებეფექტურია, პაციენტებს უწევენ პალიატიურ დახმარებას, რომელიც სიმპტომატიკის შემსუბუქებისა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. პალიატიურ დახმარებას მიეკუთვნება არა მხოლოდ ქიმიოთერაპიული პრეპარატები, არამედ, მაგალითად, სტომის ფორმირების ქირურგიული ოპერაცია.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, თუმცა საავადმყოფო იღებს არა მხოლოდ ადგილობრივ პაციენტებს, არამედ საერთაშორისო პაციენტებსაც. სამედიცინო ტურიზმი კლინიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. საერთაშორისო რეზიდენტების მკურნალობის პროცესი აგებულია პაციენტების კომფორტულ მომსახურეობაზე. სამედიცინო პერსონალი თავის თავზე იღებს ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას.


მკურნალობის კომპლექსური მეთოდი

პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდათ სწორი ნაწლავის კიბოს მესამე სტადია, მკურნალობენ კომპლექსურად - ოპერაციამდე ტარდება ქიმიო და რადიოთერაპიის კურსი. ქიმიოთერაპიული პრეპარატები ანადგურებს ანომალიურ უჯრედებს. იონიზირებული დასხივება, რადიოთერაპიის სახით, აგრეთვე, ხელს უწყობს სიმსივნის უჯრედების დაზიანებას. რამდენიმე მკურნალობის მეთოდის გამოყენება ამცირებს სიმსივნეს და გამორიცხავს დაავადების გამეორებას.

ქიმიოსხივური მკურნალობის ჩატარების შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით ერთი წელი გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, დაავადების სტადიამ დაიკლოს, იშვიათ შემთხვევებში სიმსივნე საერთოდ ქრება. თუ ასე არ მოხდა, პაციენტს ქირურგიული გზით კვეთენ ნაწლავის დაზიანებულ მონაკვეთს. კომპლექსური მიდგომის გამოყენება მრავალ შემთხვევაში საშუალებას იძლება ჩატარდეს ორგანოთა შემანარჩუნებელი ქირურგიული მკურნალობა.

კავკასიის მედიცინის ცენტრში წარმატებით უთავსებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებსა და სხივურ თერაპიას, წარმონაქმნის ამოკვეთის ქირურგიულ ოპერაციებს. კლინიკაში იყენებენ ქიმიოთერაპიის თანამედროვე პრეპარატებს და უზუსტეს, უახლეს აღჭურვილობას, რომელიც სხივის პირდაპირ სიმსივნისკენ მიმართვის საშუალებას იძლევა, ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე.


როგორ უნდა მოვიქცეთ სწორი ნაწლავის მკურნალობის შემდეგ?

სწორი ნაწლავის კიბო კარგად ექვემდებარება მკურნალობას დაავადების ადრეულ ეტაპებზე. ბევრი პაციენტი ამარცხებს ამ დაავადებას. მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესი რთული და ხანგრძლივია. სამწუხაროდ, სიმსივნის გაქრობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება არ დაბრუნდება. სწორედ ამიტომ, პაციენტები, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის კურსი, სასურველია რეგულარულად ეწვიონ ექიმს.

ოპერაციის შემდგომ პირველი თვეების განმავლობაში, აუცილებელია ექიმთან შედარებით ხშირი ვიზიტი და მისი საქმის კურსში ჩაყენება ნებისმიერ ცვლილებებთან დაკავშირებით. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმი დანიშნავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას. მკურნალობიდან 1 წლის გავსლის შემდგეგ, ექიმთან ვიზიტების სიხშირე შესაძლოა შემცირდეს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები პაციენტებს უწევენ მომსახურებას მკურნალობის ყველა ეტაპზე. განკურნებულ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ დროს, მათ შორის ინტერნეტითაც. საავადმყოფოდან გაწერისას პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია შემდგომი მოქმედებების შესახებ.

კავკასიის მედიცინის ცენტრი Evex-ის ჰოსპიტლების ქსელის ყველაზე მსხვილი საავადმყოფოა. ქსელის შემადგენლობაში შედის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განლაგებული 19 კლინიკა. ჰოსპიტალი წარმატებით თანამშრომლობს კლინიკებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და აგრეთვე თანამშრომლობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამასთან დაკავშირებით, კლინიკას ხშირად სტუმრობენ საერთაშორისო დონის სპეციალისტები.

კლინიკაში ფუნქციონირებს ონკოჰემატოლოგიური განყოფილება. პაციენტებს, რომლებიც გადიან მკურნალობას, აგზავნიან სტაციონარში, სადაც მათ უწევენ სამედიცინო დახმარებას. ცენტრის უპირატესობას წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უმოკლეს ვადებში, ხელმისაწვდომ ფასად. ყველა ოპერაცია, მათ შორის ონკოქირურგიული ოპერაციებიც, ტარდება 24 საათის განმავლობაში. ექიმები ცდილობენ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვის მინიმუმამდე დაყვანას და ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს პაციენტების მდგომარეობას, როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდგომ.

კლინიკის პაციენტი რომ გახდეთ, ამისათვის საჭიროა განაცხადის დადება საიტზე. თქვენ დაგიკავშირდებათ თანამშრომელი, რომელიც პასუხს გაგცემთ ყველა შეკითხვზე და გაგიწევთ კონსულტაციას შემდგომი მოქმედებისათვის.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.