24 აპრილი 2025
24 აპრილი – იმუნიზაციის მსოფლიო დღე
ბავშვთა იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მშობელს საკუთარი შვილის ჯანმრთელობის დასაცავად შეუძლია გადადგას. 24 აპრილს, იმუნიზაციის მსოფლიო დღეს, კიდევ ერთხელ ვახსენებთ მშობლებს ამ პრევენციული მეთოდის მნიშვნელობას, რომელსაც მრავალი სიცოცხლის დაცვა შეუძლია.
იმუნიზაციის როლი ბავშვის იმუნური სისტემის გაწვრთნაშია. ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმი სწავლობს თუ როგორ დაიცვას თავი ინფექციისგან და მომავალში, რეალური რისკის დადგომისას, სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება.
რატომ არის იმუნიზაცია აუცილებელი?
ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ განვითარებადია და ადვილად შეიძლება გახდეს ინფექციური დაავადებების სამიზნე. იმუნიზაცია უზრუნველყოფს ამ დაავადებების თავიდან არიდებას და ამცირებს გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს. ეს არის ყველაზე მარტივი გზა ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.
რომელი დაავადებებისგან იცავს იმუნიზაცია?
თანამედროვა ვაქცინას მრავალი სერიოზული დაავადებისგან შეუძლია დაიცვას ორგანიზმი, ისეთებისგან როგორიცაა:
მენინგიტი
ეს დაავადებები არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს გრძელვადიანი გართულებები ან ფატალური შედეგი.
კოლექტიური (ჯოგური) იმუნიტეტი
როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ვირუსს აღარ აქვს გავრცელების საშუალება. ეს ე.წ. "ჯოგური იმუნიტეტი" იცავს მათაც კი, ვინც ვერ იღებს ვაქცინას (მაგალითად, ალერგიის ან მძიმე დაავადების გამო). თქვენი შვილის ვაქცინაცია სხვა ბავშვებსაც იცავს.
მშობლების შიშები და რეალობა
ბევრ მშობელს უჩნდება შეკითხვა და ხანდახან ეჭვიც კი ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ყველაზე ხშირი შიშებია:
"დამავიწყდა, დროზე ვერ მოვიყვანე ბავშვი, რაღა აზრი აქვს ახლა?" სინამდვილეში, ვაქცინაციის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში — ექიმი დაგეხმარებათ სწორი განრიგის შედგენაში.
"მეშინია გვერდითი ეფექტების" ვაქცინებს შესაძლოა ახლდეს მცირე რეაქციები — ტკივილი, სიწითლე ან ტემპერატურა. თუმცა ეს ბუნებრივი რეაქციაა და სწრაფად გადის. სერიოზული გართულებები უკიდურესად იშვიათია.
"ბავშვი ხომ ჯანმრთელია, რა საჭიროა ვაქცინა?" ზუსტად იმიტომ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ის უფრო კარგად გადაიტანს ვაქცინაციას და შექმნის ძლიერ დამცავ მექანიზმს მომავალში ინფექციებთან გასამკლავებლად.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ბავშვთა ვაქცინაცია მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სტერილურ გარემოში და ტარდება პროფესიონალი პედიატრების მიერ. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად ფასდება, ხოლო მშობელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ვაქცინების ტიპებზე, სარგებელსა და შესაძლო რეაქციებზე.
ბავშვთა იმუნიზაცია არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი — არამედ ზრუნვა, სიფრთხილე და სიყვარულია. ვაქცინით დაცული ბავშვი ნიშნავს ნაკლებ საფრთხეს, ნაკლებ ტკივილს და მეტ სიხარულს როგორც მშობლისთვის, ისე საზოგადოებისთვის.