17 მარტი 2025
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია კიბოს წინარე მდგომარეობაა, რომლის დროსაც უჯრედული პათოლოგიური ზრდა მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე. აღნიშნული ანომალია ყველაზე ხშირად გვხვდება 30 წლამდე ასაკის ქალებში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარული გამოკვლევების ჩატარება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, რათა დროულად მოხდეს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობის დანიშვნა. წინამდებარე სტატიაში გაეცნობით თუ როგორი შეიძლება იყოს დისპლაზიის ტიპები, რა არის დაავადების გაჩენის მიზეზები და პირველი სიმპტომები, დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება დღესდღეობით საუკეთესო კლინიკებში და რა არის აკრძალული საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დროს.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ტიპები
საზოგადოდ ცნობილი კლასიფიკაციის თანახმად, გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სამ ტიპს:
დაავადების ზუსტი სტადიისა და ფორმის დადგენა, რომელსაც მოსდევს სწორი მკურნალობის კურსი ხელს უწყობს დაავადებისგან სრულად გათავისუფლებასა და ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის СMC ჰოსპიტალის სპეციალისტების მთავარი მიზანი, რომლებიც ყოველთვის სიღრმისეულად შეისწავლიან თითოეული პაციენტის ისტორიას, ნიშნავენ აუცილებელ მკურნალობას და უწევენ საშვილოსნოს დისპლაზიით დაავადებულ პაციენტებს კონსულტაციას იმის თაობაზე თუ რა ეკრძალებათ აკრძალული აღნიშნული დაავადების დროს.
სპეციალისტები გამოყოფენ დისპლაზიის განვითარების რამდენიმე გამომწვევ ფაქტორს:
თუკი ზემოხსენებულ ჩამონათვალში აღმოაჩინეთ ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თქვენი ცხოვრების წესთან, იყავით ძალიან ყურადღებით თქვენი ორგანიზმის მიმართ და ყური დაუგდეთ მასში არსებულ ცვლილებებს. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რათა მოხდეს საშვილოსნოს ყელის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას მკურნალობას ართულებს ის ფაქტი, რომ დაავადების დიაგნოსტირება რთულია დაწყებით (პირველ და მეორე) სტადიებზე, როდესაც ანომალია ახალი განვითარებულია და არ არის სახეზე არანაირი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი. ხშირად, დაავადება დისკომფორტს უქმნის პაციენტებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე სტადიას აღწევს.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებიდან გამოყოფენ შემდეგს:
ადრეულ სტადიებზე დაავადების უსიმპტომო განვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომლის დროსაც მოხდება პათოლოგიის არსებობის დადგენა.
ადრეული დიაგნოსტიკისა და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობის დანიშვნისათვის CMC ჰოსპიტალის გინეკოლოგები იყენებენ პაპ-ტესტს, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც პაპ-ნაცხი ან პაპანიკოლაუს ტესტი. ეს სრულებით უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც გინეკოლოგი იღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან. ამის შემდეგ, ლაბორანტი იკვლევს მას მიკროსკოპის ქვეშ და შეისწავლის მასში არსებული უჯრედების ფორმას, რაოდენობას, ზომას, განლაგებასა და შემადგენლობას.
ისეთი საბაზისო გამოკვლევა, როგორიც პაპ-ტესტია შესაძლოა დაგეხმაროთ არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის, არამედ სხვა გინეკოლოგიური დაავადებების აღმოჩენაშიც. სწორედ ამიტომ მისი ჩატარება ყოველწლიურად რეკომენდირებულია 18 წელს მიღწეული ქალებისათვის.
თუკი პაპ-ტესტი აჩვენებს უჯრედების ანომალიურ განვითარებას, CMC ჰოსპიტალის სპეციალისტები ატარებენ კოლპოსკოპიას. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმმა გინეკოლოგმა შესაძლოა აიღოს საშვილოსნოს ყელის ქსოვილის პატარა ნაწილი და გადააგზავნოს ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლევისათვის. აღნიშნულ პროცესს ბიოფსია ეწოდება.
ამგვარად, CMС ჰოსპიტალის ექიმები მხოლოდ კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ სვამენ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოზს.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დამოკიდებულია განვითარებული პათოლოგიის ფორმაზე. მკურნალობის დანიშვნამდე, CMC ჰოსპიტალის ექიმ-გინეკოლოგები ჯერ ატარებენ კომპლექსურ გამოკვლევას ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, რათა დანიშნონ კონკრეტული პაციენტისათვის შესაბამისი მკურნალობა.
პირველი სტადიის დისპლაზიას დროს შესაძლოა არ დაინიშნოს სპეციალური მკურნალობა რადგან დაავადების მარტივი ფორმა, როგორც წესი, თავისით გადის, თუმცა, ამასთანავე მნიშვნელოვანია სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. დაავადების დინამიკის კონტროლისათვის რეკომენდირებულია პაპ-ტესტის გაკეთება 3 -6 თვეში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას შედარებით მძიმე ფორმების მკურნალობისათვის, CMC ჰოსპიტალის სპეციალისტები ნიშნავენ:
დროული და სწორად დანიშნული მკურნალობის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის დისპლაზია სრულად განკურნებადია, თუმცა შესაძლებელია რეციდივიც. თუკი მკურნალობა არ ტარდება, დისპლაზიამ შესაძლოა მიიღოს უფრო რთული ფორმა და გადაიზარდოს სიმსივნეში. ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ონკო-გინეკოლოგის მეთვალყურეობა.
რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, იგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პათოლოგიის ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, დანიშნული მკურნალობის დროულობასა და სიზუსტეზე. დისპლაზიის ადრეულ სტადიაზე მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს დაახლოებით ერთ თვეს პაციენტის ორგანიზმის სრულ აღდგენამდე. უფრო რთული სტადიების შემთხვევაში, როდესაც ხდება ქირურგიული ჩარევა, რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება უფრო დიდხანს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში რეაბილიტაციის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა მკურნალობის შემდეგ 2-4 თვე გრძელდება.
მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექიმ-გინეკოლოგები CMC ჰოსპიტალში განაგრძნობენ პაციენტებზე დაკვირვებას, რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში და მის მერეც, რათა დარწმუნდნენ რომ არ აქვს ადგილი დაავადების რეციდივს.
სტატისტიკის თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბო, რაშიც შეიძლება გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია მისი უგულებელყოფის შემთხვევაში, შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს ქალთა შორის არსებულ ონკოლოგიურ დაავადებებში (პირველი ადგილი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჭირავს). პათოლოგიის განვითარების შეჩერების მიზნით რეკომენდირებულია შემდეგი პროფილაქტიკური ქმედებების განხორციელება:
ამგვარად, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან ერთად, შესაძლებელია პათოლოგიის განვითარების და სამომავლო მკურნალობის თავიდან აცილება.