04 სექტემბერი 2025
თუ ჯერ კიდევ აქტიურად სტუმრობთ აუზებს, აპირებთ დასასვენებლად წასვლას ან უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ მზეზე ყოფნა, ეს ბლოგი აუცილებლად თქვენთვისაა.
მზის სხივები სიცოცხლისა და ენერგიის წყაროს წარმოადგენენ დედამიწაზე, თუმცა ჭარბი გამოსხივების პირობებში მათ უარყოფითი გავლენა აქვთ ჩვენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი კანზე, რომელიც ყველაზე დიდი ორგანოა და ყველაზე მეტად ხილულია მზის ულტრაიისფერი სხივებისათვის.
მზის სხივების დამაზიანებელი მოქმედება კანზე სხვადასხვანაირად გამოიხატება: კანი ხდება გამომშრალი, ადგილი აქვს გაუწყლოებას, ვითარდება კანის ნაადრევი დაბერების ნიშნები, ჩნდება მრავლობითი ჰიპერპიგმენტური ლაქები და გაფართოებული სისხლძარღვები. ადგილი აქვს ნაოჭების გაჩენას და ელასტიურობის დაქვეითებას, ხდება უკვე არსებული დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავება (როზაცეა, წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, დარიეს დაავადება, წითელი ბრტყელი ლიქენი, აუტოიმუნური ბულოზური დაავადებები და ა. შ).
მზის ჭარბი ექსპოზიციის შედეგად ქვეითდება კანის იმუნური პასუხი და ვითარდება სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები. დროთა განმავლობაში კანში არსებული პიგმენტი მელანინი და კანის ენზიმები ვეღარ ახდენენ მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების განეიტრალებას, იცვლება კანის უჯრედების დნმ და ადგილი აქვს კანის სხვადასხვა ტიპის კიბოსწინარე დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას, როგორებიცაა: აქტინიური კერატოზი, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მზის სხივების ზემოქმედების უარყოფითი შედეგები, მოერიდეთ ხანგრძლივ გარუჯვას, თუ:
როგორ მოიქცეთ რუჯის მიღების დროს?
რუჯის მიღების შემდეგ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, თუ:
კანის დამწვრობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი რჩევებია: