პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან. რატომ არის პანკრეასის კიბო ასეთი სახიფათო, როგორ არ უნდა გამოგვეპაროს იგი და როგორ ვუმკურნალოთ მას საზღვარგარეთ, გაიგებთ ამ სტატიიდან.
პანკრეასის კიბო
პანკრეასის კიბო არის ონკოლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს როგორც თვითონ ორგანოს, ასევე მის სადინარსაც.
კუჭქვეშა ჯირკვალი შედგება თავის, კუდისა და სხეულისაგან. ჯირკვალი მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე, კუჭის უკან. აღნიშნული ორგანო გამოიმუშავებს იმ ფერმენტებს, რომელიც ხელს უწყობს საკვების დანაწევრებას. კუჭქვეშა ჯირკვალი აგრეთვე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
ავთვისებიანი წარმონაქმნი ვითარდება ჯირკვლის თავში, კუდსა ან სხეულში. ზოგჯერ სიმსივნე სრულებით მოიცავს აღნიშნულ ორგანოს. პაციენტთა უმრავლესობისათვის წარმონაქმნის აღმოჩენა ხდება ჯირკვლის თავში, უფრო ნაკლებად - სხეულში, იშვიათად კი კუდში. შემთხვევათა დაახლოებით 5% სრულიად მოიცავს ორგანოს.
დაავადებას აქვს აგრესიული ხასიათი და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო სწრაფად აზიანებს მეზობელ ორგანოებს. როგორც წესი, აღნიშნული დაავადების დროს მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში. ანომალიური უჯრედები სწრაფად ვრცელდება პერიტონეუმში, რაც ოპერაციის ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
რა იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს?
- თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს კვამლის შემადგენლობაში შედის ნიტროზამინი, სახიფათო აზოტის შემცველი ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გაჩენა.
- ცხიმიანი და ცხარე საკვების ჭარბი მოხმარება;
- არასწორი კვება. არასწორი კვება გულისხმობს დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების, შაქრის, კონსერვირებული პროდუქტების მოხმარებას და უჯრედისის დეფიციტს;
- ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება;
- მემკვიდრეობითობა;
- ასაკი. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა საშუალო ასაკი 67 წელია.
- შაქრიანი დიაბეტი.
კიბოსწინარე დაავადებებს მიეკუთვნება:
- კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომა;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- კუჭქვეშა ჯირკვლის კისტა.
ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი დაავადებები, ასევე ციროზი და პანკრეატიტი, მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნის გაჩენის ალბათობას.
როგორ ვლინდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო?
როდესაც უჯრედებს ახალი დაწყებული აქვთ მუტაცია, ორგანიზმი იძლევა ოდნავ შესამჩნევ სიგნალებს, რომელთაც პაციენტთა უმრავლესობა უგულვებელყოფს. პაციენტები მიმართავენ ექიმს მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზმი უკვე მკაფიოდ იძევა სიგნალს იმის შესახებ, რომ რაღაც მწყობრში არ არის.
ნიშნები, რომლებიც ახასიათებს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს:
- მადის დაქვეითება და წონის კლება;
- საერთო სისუსტე;
- მაღალი ტემპერატურა;
- ყაბზობა და მუცლის შებერილობა;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- კანის, ლორწოვანისა და თვალების მოყვითალო ფერი;
- ღია ფერის განავალი;
- ქავილი;
- ტკივილი წელის არეში;
- გულისრევა;
- შაქრიანი დიაბეტის გაჩენა.
თუ სიმსივნე წარმოიქმნება ჯირკვლის თავში, ავთვისებიანი პროცესის მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს სიყვითლე. ორგანოს კუდში წარმოქმნილი წარმონაქმნის მახასიათებელი ნიშანი კი წელის არეში ტკივილია, რომელიც შესაძლოა პაციენტს ოსტეოქონდროზში აერიოს.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ტიპები
პაციენტთა უმრავლესობას (80%), რომელნიც დაავადებულნი არიან „კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი“, აქვთ ადენოკარცინომის დიაგნოზი, ე.ი სიმსივნე, რომელიც ლოკალიზებულია ჯირკვლის თავში, უფრო იშვიათად კი კუჭქვეშა და ჯირკვლოვანი ქსოვილის სადინარში.
კუჭქვეშა ჯირკვლის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, როგორც წესი, წარმოიქმნება ჯირკვლის თავში და ეს სახეობა შეადგენს შემთხვევათა 4%-ს. აღნიშნული დაავადებით უმეტეს წილად ავადდებიან მამაკაცები.
აცინარული სიმსივნე შესაძლოა გაჩნდეს ჯირკვლის თავსა და სხეულში. ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენა ხდება არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, არამედ ახალგაზრდებშიც. აღნიშნული ტიპის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა შეადგენს 1.5%-ს.
ცისტადენოკარცინომა, ეს არის კისტოზური სიმსივნე, რომელიც ლოკალიზდება ჯირკვლის სხეულში და შეადგენს ყველა შემთხვევის რაოდენობის 1%-ს.
არადიფერენცირებული კიბო ჯირკვლის სიმსივნური დაზიანების უიშვიათესი ფორმაა. კიბოს ეს ტიპი გვხვდება პაციენტთა 1% - ზე ნაკლებ რაოდენობაში. არადიფერენცირებული კიბო ხასიათდება ნელი ზრდით და მეტასტაზირების შეზღუდული უნარით. ეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ერთადერთი სახეობაა, რომლის მკურნალობასაც მოსდევს დადებითი შედეგები. სხვა დანარჩენ შემთხვევებში პაციენტთა საშუალო სიცოცხლის მაჩვენებელი მერყეობს 2-დან 10 თვემდე დაავადების აღმოჩენიდან.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სტადიები
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სტადიები დგინდება წარმონაქმნის ზომის, ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხისა და მეტასტაზების არსებობის მიხედვით. სტადიის დასადგენად იყენებენ TNM კლასიფიკაციას, რაც დაავადების ზუსტი აღწერისა და მისი გავრცელების ხარისხის შეფასების საშუალებას იძლევა.
- დაავადების პირველი სტადია ხასიათდება სიმსივნური წარმონაქმნის პატარა ზომით. წარმონაქმნის ზომა არ აღემატება 2 სმ.-ს, აზიანებს მხოლოდ ჯირკვალს და არ წარმოქმნის მეტასტაზებს;
- მეორე სტადიის დროს სიმსივნური წარმონაქმნის ზომები აღემატება 2 სმ-ს, წარმონაქმნი მოიცავს ორგანოს დიდ ნაწილს, მაგრამ არ სცდება ჯირკვლის საზღვრებს;
- მესამე სტადიის დროს იწყება რეგიონული ლიმფური კვანძებისა და მეზობელი ორგანოების, კუჭისა და ელენთის დაზიანება;
- მეოთხე სტადიის დროს სიმსივნური წარმონაქმნი აღწევს მოშორებით მყოფ ორგანოებში, მაგალითად, აზიანებს ღვიძლსა და ფილტვებს და წარმოქმნის მეტასტაზებს.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა
დროული მიმართვა სპეციალისტებისათვის და ხარისხიანი დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრე აღმოუჩენენ პაციენტს სიმსივნეს, მით უფრო დიდია მისი განკურნების შანსი. დაავადების დიაგნოსტიკა ხორციელდება:
- კომპიუტერული ტომოგრაფიით;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით;
- ულტრაბგერითი გამოკვლევით.
გამოკვლევის სამივე ტიპი იძლევა იმის დადგენის საშუალებას, თუ სად მდებარეობს სიმსივნე და დაზიანებულია თუ არა ლიმფური სისტემა და სხვა ორგანოები. დიაგნოზის დადასტურება ბიოფსიის საშუალებით ხდება, ე.ი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღებით. ბიოფსიას, როგორც წესი, ატარებენ ლაპარასკოპიით, რაც გულისხმობს პერიტონიუმის გამოკვლევას ენდოსკოპით, რომლის ბოლოშიც დამონტაჟებულია კამერა.
არსებობს დიაგნოსტიკის მეთოდები, რომლებიც დიაგნოზის დადასტურების ან უარყოფის საშუალებას 99%-იანი სიზუსტით იძლევა. ასეთ მეთოდებს მიეკუთვნება ენდოსკოპური ულტრასონოგრაფია, რომელიც ულტრაბგერითი მეთოდისა და ენდოსკოპიის უპირატესობებს უთავსებს ერთმანეთს. ენდოსკოპზე მიმაგრებული ულტრაბგერითი გადამცემის მეშვეობით ექიმს საშუალება აქვს გამოიკვლიოს ნაწლავის კედლის სისქე და მეზობელი ორგანოები.
დიაგნოსტიკა დამოკიდებულია ექიმების კვალიფიკაციასა და იმ აღჭურვილობებზე, რომელთა საშუალებითაც სინჯავენ პაციენტებს. კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პაციენტებს სთავაზობს კიბოსა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკურ მომსახურებას. ცენტრის თანამედროვე აღჭურვილობა სიმსივნის ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა ისე, რომ პაციენტებს არ შეექმნას დისკომფორტი. კლინიკაში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე ექიმები, რომელთაგან უმეტესობას სამუშაო გამოცდილება გერმანიისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში აქვთ მიღებული.
კავკასიის მედიცინის ცენტრში დიაგნოსტიკის ჩატარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ პაციენტი იყოს საქართველოს მოქალაქე. საავადმყოფო იღებს საერთაშორისო რეზიდენტებს. სამედიცინო პერსონალი ზრუნავს მათ კომფორტზე.
კლინიკაში ფუნქციონირებს ონკოჰემატოლოგიური განყოფილება, სადაც მკურნალობენ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ატარებენ სიმსივნის ამოკვეთის ურთულეს ოპერაციებს. ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ჰოსპიტლებთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობა
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი სიმსივნის ამოკვეთაა. სამწუხაროდ, ოპერაციის ჩატარება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თუ სიმსივნემ გაუშვა მეტასტაზები, ქირურგიულ ჩარევას აზრი ეკარგება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებასა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
კუჭქვეშა კიბოს ქირურგიული მკურნალობა საზღვარგარეთ
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სიმსივნური წაქმონაქმნის მთლიან ან ნაწილობრივ ამოკვეთას. აღნიშნულ ოპერაციას ეწოდება პანკრეატულოდენალური რეზექცია. ეს ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა, რომლის ჩატარებაც მხოლოდ გამოცდილ ექიმებს შეუძლიათ. არც თუ იშვიათად, ქირურგიული ჩარევის შემდგომ პაციენტს მდგომარეობა ურთულდება.
ქიმიო-სხივური თერაპია
პაციენტებს ქიომიოთერაპიული პრეპარატები ენიშნებათ იმ მიზნით, რომ მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნის შემცირება და შესაძლებელი გახდეს ოპერაციის ჩატარება. ზოგიერთ პაციენტს უნიშნავენ ქიმიის 6 კურსზე მეტს. თუკი პაციენტის ორგანიზმი დადებითად რეაგირებს პრეპარატებზე, სიმსივნეზე ზემოქმედება ხდება რადიოთერაპიის საშუალებით და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ოპერაცია.
ზოგიერთი პაციენტი იმუნურია ქიმიოთერაპიის მიმართ, ზოგიერთი კი ისე მძიმედ რეაგირებს პრეპარატებზე, რომ აუცილებელი ხდება მკურნალობის გადადება. საერთო ჯამში, სამივე მკურნალობის მეთოდის შერწყმით, შესაძლებელია ცალკეული პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივება ხუთი და მეტი წლით.
თუკი პაციენტი არა-ოპერირებადია და მძიმედ რეაგირებს ქიმიოთერაპიაზე, სიმსივნურ წარმონაქმნზე ხდება სხივური თერაპიით ზემოქმედება. პაციენტი იღებს დასხივების მცირე დოზას, რაც ტკივილს უმსუბუქებს. თუკი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართულია, გამოიყენება დასხივების უფრო მაღალი დოზები.
კიბოს მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
კავკასიის მედიცინის ცენტრში იყენებენ ქიმიო-სხივურ თერაპიას კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ქირურგიული გზით ამოკვეთა შეუძლებელია. ცენტრის ექიმები მიისწრაფიან იმისკენ, რომ პაციენტებს გაუხანგრძლივონ სიცოცხლე და შეუმსუბუქონ მდგომარეობა. კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ხდება HIFU თერაპიით, რაც მკურნალობაში პროგრესის მიღწევის საშუალებას იძლევა.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ქართული ჰოსპიტლების ქსელის, Evex-ის ნაწილია და წარმოადგენს ქსელის ყველაზე მსხვილ მრავალპროფილურ კლინიკას. ჰოსპიტალი სპეციალიზირდება კიბოს მკურნალობაზე, კლინიკაში ჩამოდიან ონკოლოგიური პაციენტები მთელი მსოფლიოდან. ცენტრი დაკომპლექტებულია თანამედროვე აღჭურვილობით და დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კლინიკის სიამაყეს წარმოადგენს გამოცდილი ექიმები და სამედიცინო პერსონალი. ისინი უნარჩუნებენ პაციენტებს სიცოცხლეს და აკეთებენ ყველაფერს, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ მკურნალობის პერიოდში. ონკოლოგიურ პაციენტებს უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ის პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ სტაციონარში 24 საათის განმავლობაში არიან მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები იღებენ მხარდაჭერას მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგაც კი. გაწერამდე ექიმები მათ აძლევენ რეკომენდაციებს შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ.