OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

კანის კიბო

13 დეკემბერი 2019
კანის კიბო
კიბოს დიაგნოზის გაგების შემდეგ, როგორც პაციენტს, ასევე მის ოჯახს, პანიკა მოიცავს ხოლმე. თუმცა, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ კანის კიბო განაჩენი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ტიპის კიბოს დროს სიმსივნური წარმონაქმნები ჩნდება გარედან და არა შიგნით, ორგანიზმში, და ხშირად ავადმყოფს თავადაც შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნიოს მის კანზე არსებული ცვლილებები.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კანის კიბოს დამარცხება შესაძლებელია, თუკი მისი აღმოჩენა მოხდება ადრეულ სტადიაზე და პაციენტი დროულად მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ამ მძიმე, მაგრამ დამარცხებად დაავადებასთან ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა თვითგანათლება. ცოდნა არის ძალა, და როდესაც პაციენტს აქვს საკმარისი ინფორმაცია, მისთვის დაავადების დამარცხება გაცილებით მარტივია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვანი ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს კანის კიბოს შესახებ.

კანის კიბო ეწოდება ნებისმიერ ავთვისებიან წარმონაქმნს ადამიანის კანის ზედაპირზე, ლორწოვან გარსზე, თვალის ბადურაზე, ფრჩხილებსა და ა.შ

  1. დაავადება უმეტესად გავრცელებულია ქალებში. თუმცა, ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მონაცემთა თანახმად, კანის კიბოს ზოგიერთი სახეობა მამაკაცებში უფრო აგრესიულ ხასიათს იღებს.
  2. დაავადებათა 70% განვითარებას იწყებს სიბერეში.

  3. სამხრეთის ქვეყნების მაცხოვრებლები უფრო ხშირად ავადდებიან აღნიშნული ტიპის კიბოთი. ეს უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ინფორმირებულობის დონესთან, რეგულარული გამოკვლვების ჩატარებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკის პროპაგანდასთან და აგრეთვე, რაღა თქმა უნდა, მკურნალობის მოწინავე მეთოდებთან, რომლებიც დანერგილია საზღვარგარეთ.

  4. კანის კიბო უმეტესად ჩნდება სახის ან სხეულის მარცხენა მხარეს. თუმცა, სამედიცინო სფეროს მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან ზემოაღნიშნულ ფაქტს.


კანის კიბოს სიმპტომები და ნიშნები

ონკოლოგიურ დაავადებათა სხვა სახეობებისგან განსხვავებით, რომლებიც ადრეულ სტადიებზე განსაკუთრებული სიმპტომების გარეშე ვითარდება, კანის კიბო, როგორც წესი, ადვილად შესამჩნევია ადრეულ სტადიაზე შეუიარაღებელი თვალითაც კი.

კანის კიბოს გარეგანი სიმპტომებია:

  • ხალი, რომელმაც შეიცვალა ფორმა ან ფერი;
  • წყლული ან ჭრილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ხორცდება;
  • ლაქა, რომლის ზომაც თანდათანობით იზრდება.

ზოგადი სიმპტომები:

  • მადის დაქვეითება;
  • ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე;
  • წონის მკვეთრი კლება;
  • სხეულის ტემპერატურის უმიზეზო აწევა.

ნუ გადადებთ დერმატოლოგთან ვიზიტს იმ შემთხვევაში, თუ კანის ნებისმიერი დაზიანება პროგრესირებს. ტკივილი, ქავილი, სიწითლე, ზომების ცვლილება, და სისხლდენა ხშირად კანის კიბოს პირველი ნიშნებია და ამ შემთხვევში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაწუხებთ ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, გახსოვდეთ, რომ კანისა და მისი ცვლილებების მონიტორინგი კანის კიბოს საუკეთესო პრევენციაა. აღსანიშნავია, რომ პათოლოგიის ტიპის მიხედვით კანის ონკოლოგიის ნიშნები, სიმპტომები და პროგნოზები სხვდასხვაგვარი შეიძლება იყოს.

კანის კიბოს გამომწვევი მიზეზები

ონკოლოგიის ექსპერტები გამოყოფენ მთელ რიგ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კანის კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაში, კერძოდ:

  • ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;
  • კანცეროგენულ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი (ჭვარტლი, ნავთი, ქვანახშირის გუდრონი, მაზუთი და ა.შ.);
  • მზეზე გადაჭარბებულად დიდხანს ყოფნა;
  • სოლარიუმით ხშირად სარგებლობა;
  • ღია ცის ქვეშ მუშაობა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • პირადი ჰიგიენის წესების უგულვებელყოფა;
  • ეპიდერმისის ტრავმები, ჭრილობები;
  • სუსტი იმუნიტეტი;
  • შიდსი;
  • წითელი მგლურა;
  • ასაკი (50 წელს ზემოთ);
  • გენეტიკური მიდრეკილება;
  • რასობრივი თავისებურებები.


ექიმები გამოყოფენ აგრეთვე კიბოს წინარემდგომარეობებს, რომელთა რიცხვშიც შედის:

  • კანის პაპილომები;
  • ხალები, რომლებიც ხშირად ზიანდებიან ტრამვებით ან შეხებით, ხახუნით;
  • კერატომა, კანის რქა, კერატოაკანტომა;
  • კეირის დაავადება - სასქესო ასოს კანის ონკოლოგიური დაზიანება;
  • ბოუენის დაავადება - ზედაპირული მწვავე პათოლოგიური დაზიანების კერა ან კერები ეპიდერმისის მეტაპლაზიით;
  • პიგმენტური ქსეროდერმია;
  • კანის ტუბერკულოზი

კანის კიბოს სახეობები

არსებობს კანის კიბოს რამდენიმე ძირითადი ტიპი და მრავალი წინარე მდგომარეობა, რომლებიც შეიძლება დროული მკურნალობის გარეშე ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს.
კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობებია:

  • ბაზალიომა;
  • მელანომა;
  • მცირე-უჯრედოვანი კიბო.

კანის კიბოს შემთხვევათა დიაგნოსტიკის 65-70 % წარმოადგენს ბაზალიომა. ბაზალიომა არის ზედაპირული კვანძი ან პაპულა, რომელიც წარმოიქმნება ატიპიური ეპიდერმული უჯრედებისგან. თავიდან ამგვარი წარმონაქმნი შესაძლოა აგვერიოს ხალში, რომელიც თანდათან მოიცავს კანის სულ უფრო და უფრო დიდ ზედაპირს. ამგვარ სიმსივნეს იშვიათად ახასიათებს მეტასტაზები, თუმცა, ლოკალური ზრდაც იწვევს კანის დესტრუქციას. ბაზალიომა უმეტეს შემთხვევაში ჩნდება სახეზე, და სწორედ ამიტომ, პაციენტთა უმრავლესობა დროულად მიმართავს ექიმს ადრეულ სტადიაზევე, რაც ხელს უწყობს პოზიტიური შედეგის მიღწევას.

მელანომა კანის კიბოს კიდვე ერთი სახეობაა, რომელიც გვხვდება შემთხვევათა 20 %-ში. ეს კიბოს უფრო სახიფათო ტიპია, რომელიც იკვებება ეპიდერმისის ქსოვილებში არსებული მელანოციტებით. სიმსივნე შეიძლება გაჩნდეს არა მარტო კანზე, არამედ - ლორწოვან გარსზეც, მაგალითაც პირის ღრუს, თვალის გუგების, საშოს, ცხვირის მიდამოებში და ა.შ, რაც გამორიცხავს ან ართულებს ქირურგიულ მკურნალობას. მელანომა ძალიან სწრაფად მეტასტაზირდება სხვა ქსოვილებსა და ლიმფურ კვანძებში, და ამიტომ დაგვიანებული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს მკურნალობის შედეგს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, პაციენტს სთავაზობენ მკურნალობის ისეთ ვარიანტებს, რასაც შეუძლია მისი სიცოცხლის გახანგრძლივება და მდგომარეობის გაუმჯობესება.

მცირე-უჯრედოვანი კანის კიბო ანუ ე.წ. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ითვლება კანის კიბოს უფრო აგრესიულ ფორმად, რომელსაც ახასიათებს ქსოვილებში მეტასტაზების სწრაფი გავრცელების ალბათობა (შემთხვევათა 85%-ში). დაწყებით სტადიებზე კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ჰგავს მეჭეჭს ან სოკოს. ავადმყოფები აღნიშნავენ დაზიანებული უბნის ფერის აშკარა ჰიპერპიგმენტაციით ცვლილებას. სამწუხაროდ, დაავადების დაგვიანებული აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობის სრული კურსის გავლის შემთხვევაშიც კი, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას ახასიათებს რეციდივი და ხშირად მოსდევს ლეტალური შედეგი.

კანის კიბოს დიაგნოსტიკა CMC Hospital-ში.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, დროული დიაგნოსტირებისა და სწორად შერჩეული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია ყველაზე აგრესიული ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება.
პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ კავკასიის მედიცინის ცენტრს, უტარდებათ საფუძვლიანი დიაგნოსტირება უახლესი აღჭურვილობის გამოყენებით. კლინიკის კვალიფიციური ექიმები, ონკოლოგიის დარგის სპეციალისტები, არამარტო გამოკვლევებს უტარებენ პაციენტებს, არამედ ეხმარებიან მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ავადმყოფისათვის დადებითი განწყობის შექმნა, დაავადების შესახებ ინფორმირებულობა და მკურნალი ექიმის თანადგომა აუცილებელი ფაქტორებია, რომლის გარეშეც აღნიშნული დაავადების დამარცხება შეუძლებელია.
კავკასიის რეგიონში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში ლიდერობს ევექსის ჰოსპიტლების ქსელი. ამ ლიდერობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ გამოცდილი ექიმები, არამედ უახლესი აპარატურა და დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

ჩვენ ვიყენებთ დიაგნოსტირების შემდეგ მეთოდებს:

  • სიასკოპია - კანზე არსებული პიგმენტური ლაქების გამოკვლევა;
  • დერმატოსკოპია - მრავალჯერადი გადიდების ფუნქციის მქონე ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება კანზე არსებული წარმონაქმნების შესასწავლად;
  • ბიოფსია - ლიმფური კვანძიდან მასალის აღება პათოლოგიის ბუნების დასადგენად;
  • ციტოლოგიური ანალიზი - მიკროსკოპული გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს წარმონაქმნების ზედაპირიდან აღებული პათოლოგიური უჯრედების გამოვლენას;
  • ჰისტოლოგიური ანალიზი - პათოლოგიური წარმონაქმნის ქსოვილების ლაბორატორიული გამოკვლევა კიბოს სახეობის სტადიისა და წამლებისადმი მგრძნობელობის დასადგენად;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ავთვისებიანი წარმონაქმნის ზუსტი ადგილმდებარეობა და ვიზუალიზირებული მეტასტაზების არსებობა შინაგან ორგანოებში;
  • კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და რენტგენოგრაფია, რომელიც შესაძლებელს ხდის სხვა კერების გამოვლენასა და გავრცელების პროცესის დონის შეფასებას.

კანის კიბოს მკურნალობა

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი. ონკოლოგიური დაავადებების ზრდის მიუხედავად, მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება. თანამედროვე მედიცინას შეუძლია არა მხოლოდ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე პაციენტს, არამედ - ზოგ შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი სრული გამოჯანმრთელება და რეციდივის გამორიცხვა.

კანის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ მრავალი პაციენტი იწყებს მკურნალობის შესაძლებლობების ძიებას საზღვარგარეთ, და ხშირად ასეთი გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლეს უნარჩუნებს მათ.
ევექსის ჰოსპიტალებს ხშირად მიმართავენ უცხოელი პაციენტები, რომლებმაც ვერ მიიღეს სათანადო მკურნალობა საკუთარ ქვეყანაში და თავიანთ ჯანმრთელობას ანდობენ ჩვენი კლინიკის წამყვან სპეციალისტებს.

ევექსის ჰოსპიტალების ონკოლოგიურ განყოფილება პრაქტიკაში იყენებს კანის კიბოს მკურნალობის შემდეგ სახეობებს:

ქირურგიული მკურნალობა - ქირურგიულ მკურნალობა გულისხმობს პათოლოგიური წარმონაქმნის ექსკრეციას, რომელსაც მიმართავენ დაავადების საწყის ეტაპზე, იმ პირობით, თუ სიმსივნე განლაგებულია ოპერაციისათვის ხელსაყრელ ადგილზე. ამავე დროს, სიმსივნის ამოკვეთის გარდა, ექიმი „ასუფთავებს"გარემომცველ ქსოვილს. ეს პროცედურა გულისხმობს დაზიანებული უბნის მოწვას, ელექტროკოაგულაციას და გამოფხეკვას, კურეტაჟს.

როდესაც სიმსივნე ლოკალიზებულია კანის თვალსაჩინო ადგილებში, მაგალითად, სახეზე, გამოიყენება ფაქიზი ქირურგიული მეთოდები, მაგალითად, კრიოდესტრუქცია, რომლის დროსაც წარმონაქმნი იყინება თხევადი აზოტით და გამოეყოფა მიმდებარე ქსოვილს მისი დაზიანების გარეშე.

ეს მეთოდი არ გამოიყენება სიმსივნეების განსაკუთრებით აგრესიული ფორმების შემთხვევაში, რადგან დიდია პათოლოგიური უჯრედების დატოვების ალბათობა, და, შესაბამისად, დაავადების რეციდივი.

ჩვენს კლინიკაში ასევე ტარდება ოპერაციები მოჰსის მეთოდით, რომლის დროსაც კანის კიბოს სიმსივნის ამოკვეთა ხდება კანის ფენებიდან და თითოეული ფენა იგზავნება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. ოპერაცია ხორციელდება მიკროსკოპის ქვეშ, და თუ ციტოლოგია არ აჩვენებს პათოლოგიური უჯრედების არსებობას კანის მოცემულ ფენაში, ქირურგი ასრულებს პროცესს.

მედიკამენტოზური თერაპია ან ქიმიოთერაპია გამოიყენება როგორც დამხარე საშუალება ოპერაციის შემდეგ, ასევე, როგორც დამოუკიდებელი თერაპიული მეთოდი. არსებობს როგორც ლოკალური, ისე საერთო ქიმიოთერაპია. ამ უკანასკნელს მიმართავენ შორს წასული მეტასტაზების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ ლოკალური ზემოქმედება შეუძლებელია სიმსივნის მდებარეობიდან გამომდინარე.

ლაზერული თერაპია გულისხმობს სიმსივნის ლაზერით მოშორებას.

კრიოგენული თერაპია - გაყინული თხევადი აზოტის მეშვეობით პათოლოგიური უჯრედების დესტრუქცია. აღნიშნული მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს ესთეტიკური რეზულტატი, თუმცა აღნიშნული მკურნალობის მეთოდი არ გამოიყენება კანის კიბოს ყველა ტიპის შემთხვევაში.
სხივური თერაპია, ე.წ. რადიოთერაპია, ფართოდ გამოიყენება იმ სიმსივნეთა სამკურნალოდ, რომლებიც განლაგებულია სახისა და სხეულის, ასევე თავისა და ლორწოვანი გარსის რთულად მისაწვდომ ადგილებში. რადიოთერაპია ხშირად ინიშნება, როგორც ქირურგიული მკურნალობის დამხმარე საშუალება.

ფოტოდინამიური თერაპია - სიმსივნური უჯრედების განადგურება ფოტოსენსიბილიზაციური მედიკამენტებით, დაზიანებული ფენების ლაზერით მოცილებასთან ერთად. აღნიშნული მეთოდი შედარებით ახალია, თუმცა თანამედროვე ექიმები სულ უფრო ხშირად იყენებენ მას თავიანთ პრაქტიკაში.

იმუნური ან ტარგეტული თერაპია - ამ მეთოდის არჩევის დროს ექიმები ხელმძღვანელობენ „სიცოცხლის გაუმჯობესების“ პრინციპით. არც თუ იშვიათად ავადმყოფის ორგანიზმი ვერ უძლებს აგრესიულ თერაპიას, ასეთ შემთხვევაში დაავადების მკურნალობა საჭიროა წერტილობრივად. მკურნალობის ამგვარი მეთოდის არჩევისას, ჩვენი ექიმები ითვალისწინებენ ავადმყოფის გენეტიკურ მახასიათებლებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ეკოლოგიური კატასტროფების, ქიმიური წარმოების ინდუსტრიის აყვავებისა და კვების ინდუსტრიაში სრული ქაოსის ეპოქაში, სადაც ზოგჯერ საზოგადოებას აქვს აბსურდული და უაზრო მოთხოვნები გარეგნობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ამ უწესრიგობაში ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა უნდა იქნას დაცული, როგორც ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გაგვაჩნია. რა არის ამისათვის საჭირო? ინფორმირებულობა, კომპეტენტური მიდგომა და სიცოცხლით ტკბობის სურვილი. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს ხვალისთვის, იყავით ჯანმრთელი დღეს.


სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.