OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

სისხლძარღვთა ქირურგია

სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, ცენტრის ბაზაზე ხორციელდება ნებისმიერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.
სისხლძარღვთა ქირურგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება

კლინიკას გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც პაციენტებს 24სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება, ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებთან ერთად, კლინიკაში კეთდება მსოფლიოში ადაპტირებული მინიინვაზიური (უსისხლი, ნაკლებადტრავმული) მანიპულაციები.

ბოლო პერიოდში სისხლძარღვთა ქირურგიაში ჰიბრიდული ოპერაციები უფრო აქტუალური და ეფექტური გახდა. კლინიკაში არსებული ჰიბრიდული საოპერაციო საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალი დონის კომბინირებული (ჰიბრიდული) ოპერაციები.

კლინიკა აღჭურვილია ერთჯერადი, იშვიათი სახარჯი მასალით და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით, რაც შესაძლებელს ხდის ოპერაციების სწრაფ დაგეგმარებასა და გაზომვითი მონაცემების სიზუსტეს. 

მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების (აორტის ანევრიზმა, განშრევება) სწრაფი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

კლინიკაში ასევე წარმატებით ხორციელდება დიაბეტური ტერის პროგრამა, რაც გულისხმობს სისხლძარღვების დეტალურ გამოკვლევასა და მკურნალობის მულტიდისციპლინურ მეთოდს. 

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ვენების ვარიკოზული დაავადებების თანამედროვე, კოსმეტიკური, უსისხლო მეთოდით მკურნალობას, როგორიცაა: ვარიკოზული ვენების რადიოაბლაცია, მინი ფლებექტომია, ვენური კაპილარების სკლეროტერაპია. 

მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი