კავკასიის სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია გეგმიური და გადაუდებელი სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების მიღება. კლინიკაში ფუნქციონირებს კარდიოინტენსიური ბლოკი და კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც პაციენტების მკურნალობას ახორციელებს მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი.
ჩვენთან 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყვლა დიაგნოსტიკური საშუალება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი მართვის პროცესში. ტარდება როგორც ტრანსთორაკალური, ასევე ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია; 24, 48 და საჭიროების შემთხვევაში 72 საათიანი ჰოლტერ-მონიტორირება; ფუნქციური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დატვირთვის ტესტი და სტრეს-ექო, რაც კორონარული დაავადებების დროულად გამოსავლენის თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს და კავკასიის სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომია 24 საათის განმავობაში. პაცინეტების დადებით გამოსავალს უზრუნველყოფს პოლიპროფილური გუნდი, რომელიც მუდმივად ჩართულია პაციენტების მართვაში.
ჩვენი კარდიოლოგიური მიმართულების წარმატების მთავარი მიზეზი მაღალკვალიფიციური პერსონალია, რომელთაც განათლება და ასევე პრაქტიკული გამოცდილება მიღებული აქვთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ყოველწლიურად იღებენ მონაწილებას სხვადასხვა კონფერენციებსა და კონგრესებში.