
კავკასიის მედიცინის ცენტრის არითმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს ნებისმერი სახის არითმიის დიაგნოსტირებას, როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში. პაციენტებს ასევე ვთავაზობთ არითმოლოგის კონსულტაციას შემდეგი სახის რითმისა და გამტარებლობის დარღვევებით:
· სინუსური ბრადიკარდია და სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.
· გულის ელექტროგამტარი სისტემის ბლოკადები.
· სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები.
· წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არიტმია) და თრთოლვა.
· პარკუქოვანი ტაქიკარდიები
არითმიების დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის პროცედურები:
· ელექტროკარდიოგრამა.
· 24სთ-იანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი (3 და 12 არხიანი ჰოლტერი).
· გულის მუდმივი ერთ და ორკამერიანი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია.
· ერთ და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
· გულის რესინქრონიზატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
· კანქვეშა მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია.
უახლოვეს მომავალში დაგეგმილია ისეთი პროცედურების ჩატარება როგორიცაა:
· ელექტროფიზიოლოგიური კვლევა.
· კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია.
· მაღალტექნოლოგიური კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია 3D ნავიგაციის გამოყენებით.
· ბალონური კრიოაბლაცია.