OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ლეიკემიის მკურნალობა

20 იანვარი 2020
ლეიკემიის მკურნალობა
ლეიკემია არის ერთ-ერთი ონკოლოგიური დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა ავადმყოფის ძვლის ტვინის მუშაობა. ხშირად ლეიკემიას უწოდებენ „სისხლის კიბოს“, რაც არც თუ ისე კორექტულია, ან „ლეიკოზს“, რაც ასევე მოძველებული სახელია. წინამდებარე სტატიაში გაეცნობით, თუ რა დაავადებაა ლეიკემია, ამ დაავადების ტიპებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს.

რა არის ლეიკემია?

ლეიკემია ავთვისებიან დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. ეს არის სისხლმბადი ორგანოების სისტემური დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინში გროვდება სისხლის უმწიფარი უჯრედები. ძვლის ტვინში ანომალიური სისხლის უჯრედების დაგროვება ხელს უშლის მას ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნაში. ავადმყოფს ეწყება დაავადების სიმპტომები - განიცდის სისხლის ჯანმრთელი უჯრედების ნაკლებობას.

არსებობს სისხლის უჯრედების სამი ტიპი:

  • ლეიკოციტები - უფერო უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე;
  • ერითროციტები - სისხლის წითელი სხეულაკები, რომლებიც ორგანიზმს აწვდიან ჟანგბადს;
  • თრომბოციტები - ბრტყელი უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.

ამ სამივე ტიპის უჯრედები სისხლის პლაზმაშია. ძვლის ტვინში ყოველდღიურად წარმოიქმნება მილიარდობით ახალი უჯრედი, რომელთა უმეტესობაც ერითროციტებია. ლეიკემიით დაავადებული ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანომალიურ ლეიკოციტებს, რომლებსაც არა აქვთ ორგანიზმის დაცვის ფუნქცია, თუმცა ჩვეულებრივ ლეიკოციტებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლის უჯრედები ფორმირდება გამუდმებით. ლეიკემიით დაავადებული პაციენტის ორგანიზმში კი სისხლის უჯრედები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ნორმალურ მდგომარეობამდე გაზრდას.

დაავადება სწრაფად აზიანებს ორგანიზმს. ანომალიური უჯრედები ძვლის ტვინიდან ხვდებიან ლიმფურ კვანძებში, სისხლში, ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებში. ლეიკოზს გამოჰყავს ორგანიზმი მწყობრიდან. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ლეტალური შედეგი შესაძლოა დადგეს რამდენიმე თვეში ან კვირაშიც კი.


რატომ ჩნდება ლეიკემია?

ლეიკემიის შემთხვევები გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ავადობის ზოგიერთი შემთხვევა აიხსნება მემკვიდრეობითობით, ზოგი კი - არა.

როგორც ეს ავთვისებიან დაავადებათა სხვა ტიპებში გამოვლინდა, ლეიკემიის გაჩენის ალბათობაც რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში იზრდება.

ასეთ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს თვით იმ უჯრედებზეც კი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი არ აქვთ თამბაქოს კვამლთან. თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი მავნე ნივთიერებები ვრცელდება მთელ ორგანიზმში. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ ლეიკემიის გაჩენის მაპროვოცირებელნი;
  • სხვა ავთვისებიანი დაავადებების არსებობა. ლეიკემია შესაძლოა განვითარდეს ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიღების ფონზე, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც უშუალოდ სიმსივნეზე, ისე მთელ ორგანიზმზე. დაავადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებსაც მკურნალობდნენ ქიმიოთერაპიითა და რადიოთერაპიით. მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია;
  • დაბინძურებული გარემოს ფაქტორები, კონტაქტი რადიაციასთან და ბენზინთან.
  • თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი. ლეიკოზის განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ქრომოსომული ანომალიები, მაგალითად, დაუნის სინდრომი.
  • მემკვიდრეობითობა.

ლეიკემიის დიაგნოზიან ბევრ პაციენტს ზემოაღნიშნული სიმპტომები არ აღენიშნება.


რა სახის ლეიკემიები გვხვდება?

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, გამოყოფენ ლეიკემიის ორ სახეობას:

  • ქრონიკული ლეიკემია - ნელი მიმდინარეობის მქონე დაავადება, რომლის დროსაც სისხლის უჯრედები ჰგავს მწიფადს, მაგრამ სინამდვილეში ანომალიურები არიან;
  • მწვავე ლეიკემია - სწრაფად განვითარებადი დაავადება, რომლის დროსაც უჯრედები ვერ ასწრებენ მომწიფებას და იწყებენ გაყოფას;

ქრონიკული ლეიკემია არ შეიძლება გადაიზარდოს მწვავე ფორმაში, და არც მწვავე ფორმის გადაზრდა არ შეიძლება ქრონიკულში.

სახეცვლილი უჯრედების ტიპების მიხედვით ლეიკემია იყოფა ლიმფობლასტურ და მიელოიდურ სახეობებად.

  • ლიმფობლასტური ტიპი ვითარდება ძვლის ტვინის ლიმფოციტებიდან. ლიმფოციტები იმუნური სისტემის უჯრედებია, რომლებიც ლეიკოციტების ნაირსახეობას წარმოადგენს;
  • მიელოიდური ტიპის დროს დაავადება ვითარდება ძვლის ტვინის გრანულოციდებიდან და მონოციტებიდან, რომლებიც ასევე ლიმფოციტების ნაირსახეობებს წარმოადგენენ.

მელოიდური და ლიმფოციტური ლეიკოზის შემთხვევები გვხვდება ზრდასრულებში. ლეიკოზის მწვავე ფორმა კი უფრო ხშირად ემართებათ ბავშვებს.


ლეიკემიის სტადიები

მწვავე ლეიკემიას ახასიათებს მიმდინარეობის ორი სტადია:

  • წინალეიკოზური ანუ საწყისი ფორმა, როდესაც პაციენტს უჩნდება დაავადების ნიშნები;
  • განვითარებული ფორმა, როდესაც დაავადება მიმდინარეობს არა თანაბრად, პაციენტს უჩნდება მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა. განვითარებული ფორმა იყოფა მწვავე სტადიად, ნაწილობრივ რემისიად და რეციდივულ და ტერმინალურ სტადიებად;

ქრონიკული ლეიკემია შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. გამოყოფენ სამ სტადიას:

  • საწყის;
  • განვითარებულს;
  • ტერმინალურს.

თითოეული სტადია ხასიათდება სპეციფიკური სიმპტომატიკით.


ლეიკემიის სიმპტომები

ლეიკემიის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე ძალიან რთულია. ლეიკოზი გამოვლენას იწყებს დაწყებიდან 1 - 3 თვის განმავლობაში. ბავშვებში პირველი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს პირველი კვირების განმავლობაში. დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მათ მიეკუთვნება:

  1. ძალების დაქვეითება;
  2. მადის დაკარგვა;
  3. მაღალი ტემპერატურა;
  4. საგრძნობი სისუსტე;
  5. თავბრუსხვევა.

იმდენად, რამდენადაც ძვლის ტვინის ჯანმრთელ უჯრედებს ცვლიან ანომალური უჯრედები, პაციენტს უჩნდება სისხლის ნორმალური უჯრედების დეფიციტი. ლეიკოციტების დეფიციტი ასუსტებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას, ამიტომ ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებს ხშირად ემართებათ სხვადასხვა სახის ინფექციები. ტრომბოციტების ნაკლებობა იწვევს სისხლდენას, მაგალითად, ცხვირიდან ან ღრძილებიდან, ავადმყოფს უჩნება ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები. ერითროციტების ნაკლებობა იწვევს კანის სიფერმკრთალესა და ქოშინს.

როდესაც დაავადება ვრცელდება სხვა ორგანოებზე, პაციენტს შესაძლოა გაუჩნდეს თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები, შეშუპება. თუ დაავადება გავრცელდა ლიმფურ სისტემაში, დიდდება ლიმფური კვანძები. ზოგიერთი პაციენტი უჩივის სახსრებისა და ძვლების ტკივილს.

ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლეიკემიის არსებობას. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა მიგვანიშნებდეს სხვა, ნაკლებად საშიშ დაავადებებზე. თუმცა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.


როგორ ხდება ლეიკემიის დიაგნოსტირება?

ლეიკემიაზე (სისხლის კიბოზე) ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტს უღებენ სისხლს დეტალური კლინიკური ანალიზის ჩასატარებლად. ამგვარი ანალიზი აჩვენებს სისხლის ყოველი უჯრედის ზუსტ რაოდენობას. ლეიკემიით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობას სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე მეტი აქვთ, ხოლო თრომბოციტებისა და ერითროციტების რაოდენობა კი პირიქით, ნორმის ზღვარს ქვემოთ არის.

თუ სისხლის ანალიზი აძლიერებს დაავადების არსებობის ეჭვს, პაციენტებს უტარდებათ პუნქცია, ანუ ძვლის ტვინის ანალიზი. ექიმი ნემსის საშუალებით ძვლის ტვინიდან იღებს ნიმუშს, რომელსაც იკვლევენ ლაბორატორიულად. პუნკცია დიაგნოზის დადასტურების ან უარყოფის საშუალებას იძლევა.


შემდგომი დიაგნოსტირების მეთოდები მიმართულია ლეიკემიის ტიპის დასადგენად

  • ციტოქიმიური კვლევა ადგენს ანომალიური უჯრედების ბუნებას;
  • იმუნოლოგიური კვლევა ადგენს იმუნური სისტემის სტრუქტურას;
  • გენეტიკური კვლევა ადგენს ქრომოსომთა აგებულებას.

დაზიანებული ლიმფური კვანძების არსებობის შემთხვევაში ინიშნება რენტგენოლოგიური კვლევა, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. აღნიშნული კვლევები აჩვენებს ანომალიური უჯრედების არსებობას სხვა ორგანოებში. ზურგის ტვინის სითხის ანალიზით დგინდება დაზიანებულია, თუ არა ნერვული სისტემა.

ექიმები ადგენენ ანომალიური უჯრედების ხასიათს, მათ ზომასა და ფორმას ლეიკემიის ტიპის დადგენისა და შემდგომი მკურნალობის კურსის დანიშვნისათვის. განკურნებადობის პროგნოზი დამოკიდებულია ლეიკემიის ტიპზე.

ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნისათვის მიმართეთ მრავალპროფილურ კლინიკას - კავკასიის მედიცინის ცენტრს, რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და არის რეგიონალური ლიდერი ჯანდაცვის სფეროში. მედიცინის ცენტრის ექიმებს აქვთ მუშაობის დიდი გამოცდილება, მრავალმა მათგანმა ეს გამოცდილება მიიღო და კვალიფიკაცია აიმაღლა დასავლეთის ქვეყნებში. კლინიკა სამედიცინო მომსახურეობებს სთავაზობს ზრდასრულებს.


როგორია განკურნებადობის პროგონოზი?

განკურნებადობის პროგნოზი განისაზღვრება ინდივიდუალურად. დაავადების ზოგიერთი ფაქტორი განკურნების შანსს ამცირებს.

  • სისხლის ანალიზში ლეიკოციტების დიდი რაოდენობით არსებობა აუარესებს განკურნების პროგნოზს, რამდენადაც შეიძლება ადასტურებდეს დაავადების გავრცელებას;
  • ლეიკემია ერთ წლამდე ბავშვებში რთულად ექვემდებარება მკურნალობას;
  • ლეიკემიით ხელმეორედ დაავადება ზრდის არასასურველი შედეგის დადგომის რისკს.
  • დაავადების გავრცელება სხვა სისტემებში ასევე უარყოფითად აისახება განკურნების პროგნოზზე.

მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. დაავადებული ბავშვების დაახლოებით 80% სამუდამოდ იკურნება. ზრდასრულ და ხანდაზმულ ადამიანებში განკურნებადობის პროგნოზი უარესია, თუმცა პაციენტთა ნახევარი აღწევს რემისიას 5 ან მეტი წლის განმავლობაში.


როგორ მკურნალობენ ლეიკემიას?

ლეიკემიის მკურნალობის მთავარი მეთოდი ქიმიოთერაპიაა. რადიოთერაპიასა და ქირურგიულ მკურნალობას იყენებენ საკმაოდ იშვიათად.


ქიმიოთერაპია



ქიმიოთერაპია გულისხმობს იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც ანადგურებენ ანომალიურ უჯრედებს. პრეპარატი, როგორც წესი, შეყავთ ვენიდან ან ინიშნება მისი მიღება შინაგანად. ორგანიზმში მოხვედრისთანავე პრეპარატი ვრცელდება მთელ ორგანიზმში.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს ნიშნავენ ლეიკემიური უჯრედების გასანადგურებლად და სიმპტომებისაგან სრულად თავის დასაღწევად. მკურნალობის აღნიშნულ ეტაპს ეწოდება ინდუქცია. ამის შემდეგ იწყება კონსოლიდაციის ეტაპი, როდესაც პრეპარატები შეყავთ იმისათვის, რომ პაციენტი გათავისუფლდეს დარჩენილი ანომალიური უჯრედებისაგან. მდგომარეობის შემანარჩუნებელი თერაპიის ფარგლებში, პაციენტები იღებენ ქიმიოთერაპიული პრეპარატების მცირე დოზებს რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ანომალიური უჯრედების სრულიად განადგურების საშუალებას იძლევა.

მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობა ხდება მსგავსი გზით, მხოლოდ პაციენტებს ენიშნებათ პრეპარატების უფრო დიდი დოზები.

ქიმიოთერაპიულ მკურნალობას ზოგჯერ თან ახლავს გართულებები - ინფექციები და სისხლდენა. ამიტომ პაციენტებს ხშირად უნიშნავენ ანტიბიოტიკებსა და სხვა მედიკამენტებს იმისათვის, რომ ორგანიზმი მოერიოს ამ თანამდევ მოვლენებს, რომლებიც, როგორც წესი, გადის ხოლმე, ხოლო ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ ორგანიზმი კვლავ აღიდგენს ძალებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები პაციენტებს ურჩევენ შესაბამის ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს. კლინიკა ლიდერია რეგიონში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში. კლინიკაში ფუნქციონირებს სტაციონარი და პაციენტებს შეუძლიათ იმყოფებოდნენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ვინაიდან ბევრი პაციენტი საერთაშორისო რეზიდენტია, ექიმები მათ აუცილებელ დახმარებას მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც უწევენ.


ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

ძვლის ტვინის ანუ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხორციელდება მაშინ, როდესაც ძვლის ტვინი საჭიროებს აღდგენას. აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს ექიმებს შეუთავსონ მაღალ დოზირებული ქიმიოთერაპია რადიოთერაპიას.

ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდგომ, ავადმყოფის ან დონორის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ პაციენტში სისხლის გადასხმის პროცესში. როგორც წესი, იყენებენ დონორის უჯრედებს, რადგანაც პაციენტის ღეროვანი უჯრედები შესაძლოა იყოს ლეიკემიური. პაციენტებს უწერენ პრეპარატებს, რომლებიც აგვაცილებს უჯრედების გადანერგვისათვის ხელის შეშლას. დონორის უჯრედები სახლდება ძვლის ტვინში, რომელიც იწყებს ნორმალური სისხლის უჯრედების წარმოქმნას.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ლეიკემიის (სისხლის კიბოს) მკურნალობის შედარებით რთული მეთოდია, ამიტომ პროცედურა უნდა ჩაატარონ მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა.


სხივური თერაპია და ქირურგიული მკურნალობა

სხივური თერაპია გამოიყენება საკმაოდ იშვიათად. როგორც წესი, მას ნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ ნერვული სისტემა არის დაზიანებული, ან ნიშნავენ ქიმიოთერაპიასთან ერთად, რათა მოხდეს დარჩენილი ლეიკემიური უჯრედების განადგურება.

ლეიკემიის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადენადაც ანომალიური უჯრედები პაციენტის სისხლშია. ქირურგიული ჩარევა შემოიფარგლება კათეტერის შეყვანით, რაც უზრუნველყოფს პაციენტისათვის ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიწოდებას.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი ევექსის კლინიკათა ქსელის უმსხვილესი საავადმყოფოა. ქსელი აერთიანებს 10 კლინიკას, რომლებიც საქართველს სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი დაკომპლექტებულია უახლესი აღჭურვილობით და დაპროექტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კლინიკაში ტარდება რთული ქირურგიული ოპერაციები და გამოიყენება მკურნალობისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები. ცენტრის ბაზაზე ფუქნციონირებს პედიატრიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ვიწროპროფილური სპეციალისტების კონსულტაციის მიღება.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად. დატოვეთ განაცხადი საიტზე, თუ გსურთ ჩაიტაროთ მკურნალობა ან დიაგნოსტიკა. კონსულტანტი დეტალურად უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და ჩაგწერთ თქვენ ან თქვენს შვილს ექიმთან ვიზიტზე.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.