10 თებერვალი 2023

სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

Image alt text

სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას - როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული ჩარევითა და სპეციალური ვარჯიშებით.

 

ზუსტი დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

 

  • ვიზომეტრია;
  • რეფრაქტომეტრია;
  • სკიასკოპია (რეფრაქციული მანკის ხარისხის დასადგენად);
  • ოფთალმოსკოპია;
  • ექობიომეტრია (თვალის ღერძის გაზომვა);
  • ბონოკულური მხედველობის დადგენა;
  • ფოროფტერი  (უახლესი თაობის აპარატი) - სათვალის ნომრის დასადგენად.


პირველ რიგში, განყოფილებაში მიმართავენ თერაპიულ მკურნალობას (სათვალის დანიშვნა და სპეციალური ვარჯიშების კურსის ჩატარება), ხოლო თუ აღნიშნულ მეთოდს არ აქვს სასურველი შედეგი, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა. სიელმის ოპერაციული ჩარევის ასაკი წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მოიცავს:

 

  • რეცესიას - თვალის მამოძრავებელი კუნთის დაგრძელებას;
  • რეზექციას - თვალის მამოძრავებელი კუნთის დამოკლებას;
  • კომბინირებულ ოპერაციას.


აღსანიშნავია, რომ ოფთალმოლოგიური სამსახური 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სიელმისა და რეფრაქციული მანკების მკურნალობის ეფექტურ საშუალებას - პლეოპტიკურ, ანუ კომპიუტერულსა და ლაზერულ ვარჯიშებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, რომლის ბავშვთა ოფთალმოლოგიური განყოფილება 2 სამკურნალო/სავარჯიშო - ჰელინეონისა და ინფრაწითელი ლაზერული აპარატითაა აღჭურვილი. მათი მეშვეობით უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა, თვალში სისხლის მიმოქცევა და იხსნება სპაზმი. გარდა ამისა, განყოფილება სიელმის სამკურნალოდ ულტრათანამედოვე აპარატს - სინოპტოფორსაც გვთავაზობს.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრში სიელმისა და რეფრაციული მანკების მიმართულებით მკურნალობას ახორციელებს მედიცინის დოქტორი - თამარ ოდიშარია, რომელიც, ამავდროულად, ბავშვთა ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელიცაა.