OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ფილტვში და ქიმიოთერაპიით მიღებული შედეგი

27 ივნისი 2022
ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ფილტვში და ქიმიოთერაპიით მიღებული შედეგი

ციალა ფირფიტაძე 63 წლის ქალბატონია, რომელმაც დაავადების შესაჩერებლად  გრძელი და დამღლელი გზა გამოიარა. მისმა პრობლემებმა პირველად 2021 წლის გაზაფხულზე, ყლაპვის გაძნელებითა და ყელის ტკივილით იჩინა თავი. გარკვეული პერიოდი თხელ საკვებსა და სასმელს იღებდა. აღენიშნა წონაში მკვეთრი კლება, რამაც ზოგადი სისუსტეც გამოიწვია.

როგორც ამბობს, მისი მცდელობა, შეეტყო რა სჭირდა, რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ რჩებოდა. შემდეგ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ახლობლის რჩევით ლიკა კაცელაშვილთან მივიდა და გამოკვლევები ჩაიტარა. გასტროსკოპიამ კუჭის კარდიალური ნაწილის მალიგნური წყლული გამოავლინა, რაც უჯრედების პათოლოგიურ ცვლილებებზე  მიუთითებდა. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიითა და ბიოფსიით დადგინდა კუჭის მაღალდიფერენცირებული ადენოკარცინომა მეტასტაზებით ორივე ფილტვში.

ონკოლოგმა ლიკა კაცელაშვილმა მკურნალობის კურსი ქიმიოთერაპიით დაიწყო. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 63 წლის ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დღევანდელი მდგომარეობით მეტასტაზები, რომელიც ორივე ფილტვში აღინიშნებოდა, ამჯერად აღარ შეინიშნება. ციალა ფირფიტაძე მუდმივად იმყოფება ონკოლოგის დაკვირვების ქვეშ და პერიოდულ შემოწმებას გადის. მას არანაირი ჩივილი არ აღენიშნება.

სხვა ბლოგები

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 თებერვალი 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
08 ნოემბერი 2022
ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.