კლინიკას გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც პაციენტებს 24სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება, ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებთან ერთად, კლინიკაში კეთდება მსოფლიოში ადაპტირებული მინიინვაზიური (უსისხლი, ნაკლებადტრავმული) მანიპულაციები.
ბოლო პერიოდში სისხლძარღვთა ქირურგიაში ჰიბრიდული ოპერაციები უფრო აქტუალური და ეფექტური გახდა. კლინიკაში არსებული ჰიბრიდული საოპერაციო საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალი დონის კომბინირებული (ჰიბრიდული) ოპერაციები.
კლინიკა აღჭურვილია ერთჯერადი, იშვიათი სახარჯი მასალით და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით, რაც შესაძლებელს ხდის ოპერაციების სწრაფ დაგეგმარებასა და გაზომვითი მონაცემების სიზუსტეს.
მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების (აორტის ანევრიზმა, განშრევება) სწრაფი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
კლინიკაში ასევე წარმატებით ხორციელდება დიაბეტური ტერის პროგრამა, რაც გულისხმობს სისხლძარღვების დეტალურ გამოკვლევასა და მკურნალობის მულტიდისციპლინურ მეთოდს.
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ვენების ვარიკოზული დაავადებების თანამედროვე, კოსმეტიკური, უსისხლო მეთოდით მკურნალობას, როგორიცაა: ვარიკოზული ვენების რადიოაბლაცია, მინი ფლებექტომია, ვენური კაპილარების სკლეროტერაპია.