ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური და სტაციონარული მომსახურების სრული სპექტრი.
გამოცდილი ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ტრავმატოლოგიური ასოციაციის წევრები არიან და მუდმივად ეცნობიან და ნერგავენ უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, ცენტრში ხელმისაწვდომია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნებისმიერი ლოკალიზაციისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანებებისა (ტარდება ყველანაირი ტიპის ოპერაცია) და დაავადებების მკურნალობა.
დიაგნოსტიკურ კვლევებიდან ტარდება როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევები, კერძოდ:
- რენტგენი;
- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ულტრასონოგრაფია;
ტრავმატოლოგიური მომსახურებები:
- მხრის სარტყლის, კიდურებისა და მენჯის ყველა სახის მოტეხილობის კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა თანამედროვე საფიქსაციო იმპლანტებითა და მეთოდებით;
- შეუხორცებელი მოტეხილობების, ყალბი სახსრების, ტრავმის შემდგომი და ორთოპედიული დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა პლასტიკით და ძვლოვანი ქსოვილის ტრანსპლანტაციით, კიდურის დაგრძელებით;
- მყეს - კუნთოვანი მწვავე და ხანდაზმული (მხრის, წინამხრის, ბარძაყის, წვივის, აქილევსის მყესის და სხვა) დაზიანებების ოპერაციული მკურნალობა პლასტიკით;
- ტერფის დეფორმაციის (ბრტყელი ტერფი, I თითის დეფორმაცია „ჰალუქს ვალგუსი“, ქუსლის „დეზი“ და სხვა) კონსერვატიული და ოპერაციული კორექცია;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება/რეენდოპროთეზირება ევროპული და ამერიკული წარმოების ბრენდირებული იმპლანტებით;
- ართროზების კონსერვატიული მკურნალობა სახსარშიდა ინექციებით (მხრის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის და სხვა);
- მინი ინვაზიური - სხადასხვა ლოკალიზაციის ართროსკოპიული ოპერაციები;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნებისმიერი ლოკალიზაციის ინფექციური გართულებების – მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტის, ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ იმპლანტ-ასოცირებული (ენდოპროთეზირებისა და ოსტეოსინთეზის შემდგომი) ინფექციური გართულებების, სეპტიური ართრიტების - როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობა;
პაციენტს, სურვილისამებრ, სპეციალისტთან ერთად შეუძლია ნებისმიერი ფირმის წარმოების საფიქსაციო იმპლანტის შერჩევა.
აგრეთვე, ცენტრში მოქმედებს სპორტული ტრავმის მიმართულებაც, სადაც პროფესიონალი სპორტსმენების ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება.