Image alt text

გიორგი გოგიტიძე

MD; PhD; ორთოპედ-ტრავმატოლოგი; ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი გიორგი გოგიტიძე 2018 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და წარმატებით ხელმძღვანელობს ტრავმატოლოგია/ორთოპედიის დეპარტამენტს.

 

გარდა ორთპედია-ტრავმატოლოგიისა, იგი ართროსკოპიული ქირურგიის სუბსპეციალობაშია ლიცენზირებული. ამავდროულად, უკანასკნელი მიმართულებით (ართროსკოპია) მან გაიარა შემსწავლელი კურსი სტამბულში, ხოლო ვორქშოფი - მიუნხენში. ამასთან, მისი საერთაშორისო გამოცდილება ტრავმატოლოგიაში მოიცავს მკურნალობის სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, მაგალითად: პირველადი და მეორადი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებების სასწავლო კურსი (ბულგარეთი); მუხლისა და ბარძაყის რთული მოტეხილობების სასწავლო კურსი (მადრიდი) და ა.შ

 

იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, ესწრება მნიშვნელოვან ვებინარებს და მისი საქმიანობიდან გამომდინარე არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი:

 

  • საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაცია;
  • AO FOUNDATION (ფონდი);
  • AAOS - ამერიკის ორთოპედიულ ქირურგთა აკადემია;
  • SICOT - ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება.

 

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, გიორგი გოგიტიძე წელიწადში საშუალოდ 1500-1600 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და 300-350 ოპერაციულ მკურნალობას ახორციელებს და გვთავაზობს:

 

  • სხვადასხვა ძვალ-სახსროვანი დაზიანებების ოპერაციულ და არაოპერაციულ მკურნალობას;
  • მსხვილი სახსრების პირველად და მეორად ენდოპროთეზირებას თანამედროვე მიდგომებითა და იმპლანტებით;
  • ყველა სახისა და სირთულის მწვავე მოტეხილობების თანამედროვე მეთოდებითა და იმპლანტებით მკურნალობას (ოსტეოსინთეზი მინი ინვაზიური მეთოდებით);
  • სპორტული მედიცინის მიმართულებით - ართროსკოპიულ მინი ინვაზიურ ოპერაციულ ჩარევებს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსარზე;
  • რეკონსტრუქციულ ორთოპედიას - შეხორცებული მოტეხილობების ოპერაციულ მკურნალობას; კიდურის დაგრძელებას; რთული მოტეხილობების ნარჩენი და გართულებული შემთხვევების ოპერაციულ მკურნალობას.