OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

უროლოგია

კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელმისაწვდომია მაღალხარისხიანი ამბულატორიული თუ სტაციონარული  უროლოგიური სერვისების სრული სპექტრი 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და ინფრასტრუქტურით.
უროლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება

2024 წლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრს შემოუერთდა უროლოგიის ახალი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოში ლაპაროსკოპიული უროლოგიის დამფუძნებელი დავით ნიკოლეიშვილი.

 

დეპარტამენტში ხორციელდება ყველა ასაკის ქალსა და მამაკაცში საშარდე სისტემის პრობლემების, ასევე მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:


•             საშარდე გზების ინფექციები
•             პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება
•             პროსტატის სიმსივნე
•             შარდის ბუშტის სიმსივნე
•             თირკმლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
•             თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
•             სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
•             რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეები
•             სასქესო ასოს სიმსივნე
•             შარდ-კენჭოვანი დაავადება
•             შარდის შეუკავებლობა
•             ერექციული დისფუნქცია
•             ვარიკოცელე
•             სასქესო ასოს დეფორმაციები
•             საშარდე მილის სტრიქტურა (შევიწროება)

 

დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ მომსახურებას.

პრიორიტეტულია მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული ჩარევები, რაც პაციენტს აძლევს საავადმყოფოში დაყოვნების დროის შემცირების და სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას. დეპარტამენტის ბაზაზე ტარდება ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაცია ონკოლოგიური და არაონკოლოგიური უროლოგიური დაავადებების გამო; ბევრი მათგანი პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში სწორედ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარდა. 

 



 

 

 



მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი