OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

ოფთალმოლოგია

ოფთამოლოგია კავკასიის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს ვთავაზობთ სრულ გეგმიურ და 24 საათიან გადაუდებელ მომსახურებებს.
ოფთალმოლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
პროფესიონალთა გუნდი უახლესი ტექნოლოგიებითა და უნიკალური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული საშუალებებით უზრუნველყოფენ მკურნალობის საუკეთესო შედეგებს.


მაღალტექნოლოგიური კვლევები

ცენტრი ბოლო თაობის აპარატურით გთავაზობთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა:
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) – ბადურის ცენტრალური უბნის, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ცვლილებების და თვალის წინა სეგმენტის პათოლოგიების დასადგენად
ფლუორესცენტული ანგიოგრაფია – თვალის ფსკერის სისლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური კვლევა
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - B სკანი (Sonomed Escalon) – თვალის უკანა მონაკვეთის ექოსკოპია, UBM - თვალის წინა მონაკვეთის ექოსკოპია
რქოვანის ენდოთელური უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა - Specular microscopy თვალის რქოვანის სხვადასხვა პათოლოგიების დადგენა, ადრეული დიაგნოსტირებისათვის
კომპიუტერული პერიმეტია - მხედველობის ველის დაზიანებების კომპიუტერული ანალიზი
რქოვანის ტოპოგრაფია - რქოვანის გათხელების (კერატოკონუსის) ნაადრევი დიაგნოსტიკა პენტაკამის საშუალებით
ოპტიკური ბიომეტრი – კატარაქტის ოპერაციისთვის ხელოვნური ბროლის ნომრის მაღალი სიზუსტით გამოსათვლელად
ვერიონი - კატარაქტის ოპერაციისთვის პრემიუმ ბროლების (თორიული ბროლი-ბროლი, რომელიც ასტიგმატიზმსაც ასწორებს; მულტიფოკალური ბროლი – ბროლი შორს და ახლო ხედვისთვის) შერჩევა
თვალბუდის რენტგენოგრაფია
თვალბუდის კომპიუტერული ტომოგრაფია

კლინიკაში მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტებით ტარდება: კატარაქტის უნაკერო, ულტრაბგერითი ოპერაცია

ფაკოემულსიფიკაცია მაღალტექნოლოგიური მულტიფოკალური ბროლების იმპლანტაციით შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ასაკობრივი კატარაქტა;
  • ბავშვთა კატარაქტა;
  • ტრავმული კატარაქტა;
  • გართულებული კატარაქტა;
  • მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა – YAG ლაზერული კაფსულოტომია.

  • ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა;
  • წინა ვიტრექტომია;
  • ფრთისებრი აპკის ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება;
  • ოპერაციები საცრემლე გზებზე: ტრანსნაზალური და კრიოცისტორინოსტომია, დაკრიოცისტექტომია;
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე: ქუთუთოს ბოჩკოსებრი ხრტილისა და კანის ამოკვეთა ექტროპიონის გამო, ენტროპიონის კომბინირებული კორექცია. ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები;
  • ევისცერაცია და ენუკლეაცია;
  • ქალაზიონის გაკვეთა.