OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

გინეკოლოგია

კავკასიის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. გინეკოლოგია ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა.
გინეკოლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
კავკასიის სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გინეკოლოგიური განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ევროპისა და რუსეთის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი ვადიმ ხატიაშვილი. კავკასიის სამედიცინო ცენტრის მთავარი უპირატესობაა ურთულესი ოპერაციების ჩატარება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით. კლინიკაში შექმნილია ყველა პირობა პაცინეტების მაღალკვალიფიციური მომსახურებისთვის და 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია შემდეგი სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება:

დიაგნოსტიკისა და კვლევის მეთოდები:

  • პაპ ტესტირება;
  • ენდომეტრიუმის პაიპელ-ბიოფსია
  • კოლპოსკოპია;
  • საშვილოსნოს ყელის ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის ელ. კონიზაცია კოაგულაციით. საშვილოსნოს ყელის ნაწილობრივი და სრული რეზექცია, კოაგულაცია, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია;
  • ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია;
  • ჰისტეროსკოპია
  • ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია;
  • მცირე მენჯის ღრუს მაგნიტორეზონანსული კვლევა;
  • 3 D და 4DD ტექნოლოგიით ულტრაბგერით გამოკვლევები.

ლაპაროსკოპიული და ლაპარატომიული გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი;
  • საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ენდომეტრიოიდული კისტა, დერმოიდული კისტა, ცისტანოდემები);
  • საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე ოპერაციები (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი);
  • ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა/ქირურგიული მკურნალობა;
  • საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია);
  • საშვილოსნოს ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია;
  • ყველა სახის ოპერაციები ღრმა ენდომეტრიოზის დროს (ენდომეტრიოიდული ჰეტეროტოპიების რეზექცია, ნაწლავის რეზექცია);
  • საშვილოსნოს განვითარების მანკები, რუდიმენტალური რქის ექსტირპაცია;
  • ყველა სახის ენდოსკოპიური ოპერაციები უშვილობის გამო,საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა/კონსერვატიული მიომექტომია.

რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით:

  • სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი (საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით);
  • შარდის სტრესული შეუკავებლობა;
  • TVT-o ოპერაციებიბადით;
  • ცისტოცელე-რექტოცელე (საშვილოსნოს ექსტირპაცია, წინა-უკანა კოლპორაფია, პერინეორაფია).

ჰისტერორეზექტოსკოპია:

  • სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია; 
  • საშვილოსნოს ტანის პოლიპი; 
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი; 
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა; სუბმუკოზური მიომის რეზექცია; 
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; 
  • ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია. 
  • ენდომეტრიუმის რეზექცია და აბლაცია; 
  • საშვილოსნოს განვითარების მანკები- საშვილოსნოს ღრუს ძგიდე; 
  • პოლიპექტომია 
ექიმები
ვადიმ ხატიაშვილი MD, PhD
გაიგეთ მეტი
ვადიმ ხატიაშვილი MD, PhD
გინეკოლოგი, ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი