OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური მკურნალობა

10 Май 2022
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური მკურნალობა

კავკასიის მედიცინის ცენტრში მძლავრი ენდოვასკულური ქირურგიული სერვისი მოქმედებს, რომელიც პაციენტებს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების თანამედროვე, მცირე ინვაზიურსა და მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას სთავაზობს.

მკურნალობა სისხლძარღვიდან პათოლოგიური პროცესების გამოთიშვას გულისხმობს. ოპერაციული მიდგომა ხორციელდება სისხლძარღვის შიგნიდან და ხდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • ანევრიზმის ( სისხლძარღვის კედლის გამობერვა, გაგანიერება) ენდოვასკულური გამოთიშვა;
  • არტერიო-ვენოზური მალფორმაციის (არტერიებისა და ვენების პათოლოგიური კავშირი) გამოთიშვა - სპეციალური წებოთი;
  • მწვავე  იშემიური ინსულტების (ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობა) დროს თრომბის გამოღება სისხლძარღვიდან ასპირაციული კათეტერით ან რეტრივერით.

ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი ოპერაციები.

გეგმიური ჩარევით ხორციელდება გაუმსკდარი ანევრიზმისა და არტერიო-ვენური მალფორმაციის ქირურგიული მკურნალობა, ხოლო გადაუდებელ ოპერაციებს მიეკუთვნება გამსკდარი ანევრიზმის, იშემიური ინსულტისა და გამსკდარი არტერიო-ვენოზური მალფორმაციის მკურნალობა.

ყურადსაღებია, ჰოსპიტლის მზაობა კრიტიკული და გადაუდებელი სიტუაციების წარმატებულ მართვაში. მაგალითად, იშემიური ინსულტის (რომელიც ვითარდება უეცრად)  მართვისთვის ოპერატიულად უნდა მოხდეს პათოლოგიური კერის დიაგნოსტირება და სპეციალური ინსტრუმენტებით თრომბის თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვებიდან ამოღება. კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოვასკულური ნეიროქირურგიის განყოფილებას, გამოცდილი ექიმების, მდიდარი მატერიალური რესურსებისა და აგრეთვე, კლინიკის სპეციალისტების მულტიპროფილური ჩართულობის (ER-ის ექიმი, ნევროლოგი) მეშვეობით, მრავალი ასეთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

რიგი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების - ანევრიზმა, არტერიო-ვენოზური მალფორმაცია კლინიკური სიმპტომები არ ვლინდება მანამ, სანამ არ მოხდება გასკდომა. აღსანიშნავია, სხვაობა გაუმსკდარი და გამსკდარი ანევრიზმის გამოსავალს შორის. გაუმსკდარი ანევრიზმების დადებითი გამოსავალი დაახლოებით 99%-ია, მაშინ, როცა გამსკდარი ანევრიზმის დროს სიკვდილიანობა 35 %-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ მედიცინას, რაც გულისხმობს გეგმიურ გამოკვლევას, მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე. სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალში მოწოდებულია:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - სისხლძარღვოვანი რეჟიმით;
  • თუ ზემოთ ხსენებული გამოკვლევის შემდეგ, ეჭვი მიტანილი იქნება ანევრიზმასა თუ სხვა სისხლძარღვოვან პათოლოგიაზე, შემდეგი კვლევა იქნება დიგიტალური ცერებრული ანგიოგრაფია.
  • დიგიტალური ცერებრული ანგიოგრაფია სრულდება კონტრასტის შეყვანით თავის ტვინის სისხლძარღვებში და შემდგომ, რენტგენოლოგიურად პათოლოგიური კერის გამოვლენით.
  • დიგიტალური ანგიოგრაფია წარმოადგენს ოქროს სტანდარტის კვლევას თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტირებაში.

ენდოვასკულური ნეიროქირურგიის განყოფილებაში მკურნალობას მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე ექიმები თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ახორციელებენ. ამასთან, აღსანიშნავია, საოპერაციო სახარჯი მასალების როგორც რაოდენობა, ასევე ხარისხი. მათი ძირითადი ნაწილი ამერიკული წარმოებისაა, ნაწილი კი- ევროპული. ყველა ასპექტის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰოსპიტალში ხორციელდება მაღალი დონის, თანამედროვე მკურნალობა.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოვასკულური ნეიროქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროქტორი და ნეიროინტერვენციის საერთაშორისო ბორდის წევრი, პროფესორი მირზა ხინიკაძე.

другие блогпосты

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Посмотреть
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 Июль 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 Апрель 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.