კავკასიის მედიცინის ცენტრის ზოგადი ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის მატერიალურ - ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმების გუნდით, რომელიც პაციენტებს 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს.
ცენტრში მოქმედებს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:
- ონკოქირურგია;
- ლაპარასკოპიული ქირურგია;
- ბარიატრიული ქირურგია;
- ზოგადი ქირურგია.
ხოლო საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა, როგორც ღია ისე ლაპარასკოპიული მეთოდით:
- საყლაპავის პათოლოგიების მკურნალობა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიების მკურნალობა;
- წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიების მკურნალობა;
- ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობა;
- პანკრეასის პათოლოგიების მკურნალობა;
- ელენთის პათოლოგიების მკურნალობა;
- თიაქრების მკურნალობა;
- ყველა სახის ონკოქირურგიული პათოლოგიის მკურნალობა;
- ბარიატრიული ოპერაციები.