Image alt text

ზოგადი ქირურგიის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ზოგადი ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის მატერიალურ - ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმების გუნდით, რომელიც პაციენტებს 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს.

 

ცენტრში მოქმედებს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:

 

  • ონკოქირურგია;
  • ლაპარასკოპიული ქირურგია;
  • ბარიატრიული ქირურგია;
  • ზოგადი ქირურგია.

 

ხოლო საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა, როგორც ღია ისე ლაპარასკოპიული მეთოდით:

 

  • საყლაპავის პათოლოგიების მკურნალობა;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიების მკურნალობა;
  • წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიების მკურნალობა;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობა;
  • პანკრეასის პათოლოგიების მკურნალობა;
  • ელენთის პათოლოგიების მკურნალობა;
  • თიაქრების მკურნალობა;
  • ყველა სახის ონკოქირურგიული პათოლოგიის მკურნალობა;
  • ბარიატრიული ოპერაციები.