ლექსო ლაგვილავა ზოგადი ქირურგიის, ონკოქირურგიისა და ლაპარაკოსპიული ქირურგიის ლიცენზირებული ექიმია. იგი კავკასიის მედიცინის ცენტრს გახსნის დღიდან შემოუერთდა და წარმატებით ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს.
მას უცხოური, საერთაშორისო გამოცდილება მიღებული აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და პორტუგალია. ამასთან, ის აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო თუ კვლევით საქმიანობაში და ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენსიებსა თუ კონგრესებში. სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მუდმივად მზარდი და განახლებადი საერთაშორისო გამოცდილების მეშვეობით, იგი წარმატებით იყენებს თანამედროვე მიდგომებს პაციენტის მართვაში.
პროდუქტიული სამედიცინო საქმიანობის ფარგლებში ის წელიწადში საშუალოდ 500-დან 600-მდე ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს ზოგადი ქირურგიის, ბარიატრიული ქირურგიის, ონკოქირურგიისა და ლაპარაკოსპიული ქირურგიის სერვისებს სთავაზობს.