OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

კლინიკური ონკოლოგია

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება გთავაზობთ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობას, მკურნალობის შემდგომ მეთვალყურეობას. მკურნალობა ტარდება, როგორც ამბულატორულ ისე სტაციონარულ პირობებში.
კლინიკური ონკოლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება გთავაზობთ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობას, მკურნალობის შემდგომ მეთვალყურეობას. მკურნალობა ტარდება, როგორც ამბულატორულ ისე სტაციონარულ პირობებში.

 

ჩვენი უპირატესობები :

  • მაღალკვალიფიციური, დასავლური სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი
  • მკურნალობის დაგეგმვა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით ( მულტიდისციპლინური მიდგომა)
  • მკურნალობის  მაღალი ხარისხი საერთაშორისო გაიდლაინების გამოყენებით
  • პაციენტთა მომსახურების პერსონალური კოორდინატორი
  • უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატურა.
  • 24 საათიანი მომსახურეობა
  • ყველა სახის გართულების მართვა სტაციონარულ/ამბულატორულ  პირობებში
  • დასავლური განათლების მქონე ექთნების გუნდი, უწყვეტი სამედიცინო ტრენინგით (EONS/ASCO/ESMO)
  • საერთაშორისო კლინიკური კვლევები
  • მკურნალობა ამბულატორულ და სტაციონარულ პირობებში.    

 

დიაგნოსტიკური საშუალებები :

  • ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი
  • მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები
  • 3.კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია

 

სერვისები :

  • ქიმიოთერაპია (მონო და პოლიქიმიოთერაპიის რეჟიმები)
  • ჰორმონოთერაპია
  • სამიზნე (ტარგეტული) თერაპია
  • იმუნოთერაპია

 

პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ხდება, როგორც საყოველთაო (სახელმწიფო) დაფინანსებით  ასევე ნებისმიერი კერძო დაზღვევით. ამასთანავე,  გარკვეული ონკოპათოლოგიებისათვის, სრულიად უფასოდ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს იმუნოთერაპიით და სხვა თანამედროვე ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა.

კლინიკური ონკოლოგიის მაღალკვალიფიციური ექიმებისა  და ექთნების გუნდს კავკასიის მედიცინის ცენტრში მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ონკოლოგი ივანე კილაძე ხელმძღვანელობს.